მარშალის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
მარშალის კუნძულები (მარშ. Aolepān Aorōkin M̧ajeļ, ინგლ. Republic of the Marshall Islands) — წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში, ასოცირებული სახელმწიფო აშშ-თან. დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება მიკრონეზიის ფედერაციული შტატების, ხოლო სამხრეთიდან კირიბატის ტერიტორიული წყლები. გარდა ამისა მას ესაზღვრება წყნარი ოკეანის ნეიტრალური წყლები. სანაპირო ზოლის სიგრძე — 370,4 კმ. სახელმწიფო მდებარეობს მარშალის კუნძულების არქიპელაგის 29 ატოლზე და 5 კუნძულზე, რომელიც შედგება რალიკის და რატაკის ჯაჭვისაგან. ხმელეთის საერთო ფართობი — 181,3 კმ²; ლაგუნებით დაკავებული ტერიტორიის ფართობი — 11 673 კმ². მოსახლეობა — 53 158 კაცი[3][4][5] (2011, მოსახლეობის აღწერა). დედაქალაქი — მაჯურო.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მარშალის კუნძულები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მარშალის კუნძულები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
მარშალის კუნძულების რესპუბლიკა Aolepān Aorōkin M̧ajeļ მარშალის კუნძულები |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: "Jepilpilin ke ejukaan" "ერთობლივი ძალით მიღწევა" |
||||||
ჰიმნი: "Forever Marshall Islands!" |
||||||
სტატუსი | ასოცირებული სახელმწიფო | |||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | მაჯურო[1] 7°07′ ჩ. გ. 171°04′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა |
|
|||||
ეთნიკური ჯგუფები (2006) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | მარშალელი | |||||
მთავრობა | უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | კრისტოფერ ლოიკი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ნიტიჯელა | |||||
დამოუკიდებლობა | ||||||
- | თვითმმართველობა | 1979 | ||||
- | თავისუფალი ასოციაციის ხელშეკრულება | 21 ოქტომბერი, 1986 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 181 კმ2 (213-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასება | 68 000[2] (205-ე) | ||||
- | 2003 აღწერა | 56 429 | ||||
- | სიმჭიდროვე | 342,5 კაცი/კმ2 (28-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2001 შეფასება | |||||
- | სულ | $115 მილიონი (220-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $2 900 [ა] (195-ე) | ||||
ვალუტა | ამერიკული დოლარი (USD ) |
|||||
სასაათო სარტყელი | MHT UTC+12:00 | |||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +692 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .mh |
ევროპელების მიერ შემჩნეული პირველი კუნძულია ბოკაკი, რომელიც 1526 წელს აღმოაჩინა ესპანელმა ზღვაოსანმა ალონსო დე სალასარმა. შემდგომში მარშალის კუნძულები მონაცვლეობით ხდებოდა სხვადასხვა კოლონიური იმპერიების ტერიტორია: 1886 წელს — გერმანიის იმპერიის, 1914 წელს — იაპონიის, რომელმაც გააგრძელა კუნძულების ფლობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც უკვე ერთა ლიგის მანდატით, 1947 წელს — შევიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამეურვეო ტერიტორიის შემადგენლობაში აშშ-ის მართვის ქვეშ. მარშალის კუნძულები, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნი შეიქმნა 1983 წელს წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორიის დაყოფის შედეგად. 1986 წლიდან მარშალის კუნძულები იმყოფება „თავისუფალ ასოციაციაში“ აშშ-თან. მარშალის კუნძულები — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისიისა და წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის წევრია.