მეექვსე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლები
From Wikipedia, the free encyclopedia
მეხუთე თაობის ეპოქა (ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც 128-ბიტიანების ეპოქა) მოიცავს ვიდეო თამაშებს, სათამაშო და პორტატიული კონსოლების ერთობლიობას, რომელიც ხელმისაწვდომი შეიქმნა XX საუკუნის მიწურულს, 1998 წლიდან. მეექვსე თაობის კონსოლებს შორისაა Sega-ს Dreamcast (DC), Sony-ს PlayStation 2 (PS2), Nintendo-ს GameCube (GC) და Microsoft-ის Xbox-ს.
ეპოქას საფუძველი ჩაეყარა 1998 წლის 27 ნოემბერს, Dreamcast-ის გამოსვლით იაპონიაში, რასაც მოჰყვა PlayStation 2 (2000 წლის მარტში), GameCube და Xbox (2001 წელს). Dreamcast-ის წარმოება მალევე შეწყდა, კერძოდ 2001 წლის ივნისში. ამას მოჰყვა GameCube (2007 წელს), შემდეგ Xbox (2009 წელს) და სულ ბოლოს PlayStation 2 (2013 წელს). ამავდროულად, მეშვიდე თაობის კონსოლების ერა დაიწყო Xbox 360-ის გამოსვლის შემდეგ, 2005 წელს.[1]
იმ დროის კონსოლთათვის ბიტების რეიტინგმა (8/16/32/64 და ა.შ) მეორე ფლანგზე გადაინაცვლა. თუმცა თაობის დასაწყისში გამონაკლისს წარმოადგენდნენ Dreamcast[2] და PS2,[3] რომლებიც რეკლამირებულები იყვნენ როგორც „128 ბიტიანი გრაფიკის“ მქონე კონსოლები.
მექვსე თაობის პირველი პორტატიული კონსოლი SNK-ის Neo Geo Pocket Color გამოვიდა 1998 წელს, ერთი წლის შემდეგ კი — Bandai-ის WonderSwan. პორტატიული კონსოლების ბაზარზე ლიდერობა კვლავ Nintendo-მ მოიპოვა, 2001 წელს გამოსული კონსოლით Game Boy Advance, რომელიც საკმაოდ გაუმჯობესებული იყო მის წინამორბედ Game Boy-ისთან შედარებით. Game Boy Advance-ის გაყიდვები შეწყდა 2010 წელს. 2004 წელს ბაზარზე გამოჩნდა მეშვიდე თაობის პირველი პორტატიული სისტემა Nintendo DS. მეექვსე თაობის ეპოქა ოფიციალურად დასრულდა 2015 წელს, მას შემდეგ რაც გამოვიდა PlayStation 2-ის უკანასკნელი თამაში „Final Fantasy XI: Rhapsodies of Vana'die“.[4]