From Wikipedia, the free encyclopedia
მეისი უინდუ — გამოგონილი პერსონაჟი ვარსკვლავური ომების ფრენჩაიზში, რომელიც ჯორჯ ლუკასმა შექმნა. უინდუს როლს თამაშობდა ამერიკელი მსახიობი სამუელ ლ. ჯექსონი პრიქველების ტრილოგიაში . ჯექსონმა როლი გაიმეორა როლი 2008 წლის ანიმაციური ფილმ ვარსკვლავური ომები: კლონების ომებში და 2019 წლის ფილმ სკაიუოკერის აღზევებაში, ხოლო ტერენს კარსონმა პესონაჟი გაახმოვანა სხვა პროექტებში, როგორიცაა კლონების ომების ტელესერიალში . პერსონაჟი ასევე ჩნდება სხვადასხვა კანონიკურ და არაკანონიკურ ვარსკვლავურ ომებში, როგორიცაა წიგნები, კომიქსები და ვიდეო თამაშები .
მეის უინდუ | |
---|---|
ვარსკვლავური ომები - პერსონაჟი | |
სამუელ ლეროი ჯექსონი მეის უინდუს როლში | |
პირველი გამოჩენა | ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე (1999) |
შემქმნელი | ჯორჯ ლუკასი |
მსახიობი | სემიუელ ლეროი ჯექსონი |
ახმოვანებს |
|
ინფორმაცია | |
სახეობა/რასა | ადამიანი |
სქესი | მამრობითი |
დაბ. თარიღი | იავინის ბრძოლამდე 72 წელი |
გარდ. თარიღი | იავინის ბრძოლამდე 19 წელი |
საქმიანობა | ჯედაი |
წევრობა |
|
ასაკი | 53 წლის |
ოსტატი |
იოდა კასილინ მირი |
შეგირდი | დეპა ბილაბა |
სამშბლო | ჰარუნ კალი |
მეის უინდუ არის ჯედაი ოსტატი და უმაღლესი საბჭოს წევრი, გალაქტიკური რესპუბლიკის წლებში, იგი ფლობს უნიკალურ იასამნისფერ სინათლის მახვილს და განიხილება, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ჯედაი ამ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ კლონური ომები ეჭვქვეშ აყენებს მის ყველაზე მტკიცე ღირებულებებს,[1] ის ჯედაის გზის მკაცრი მიმდევარია, მაგრამ საშიში პოტენციალის გამო უნდობლად ეკიდება ჯედი რაინდ ანაკინ სკაიუოკერს. კლონის ომების დასრულებისთანავე, მან ანაკინისგან შეიტყო, რომ უზენაესი კანცლერი პალპატინი არის სითების ლორდი დართ სიდიუსი, რომელიც პასუხისმგებელია ომის წამოწყებაზე და ცდილობს დააპატიმროს იგი, პალაპტინი მეისის მოკვლას მხოლოდ ანაკინის დამხარებით ახერხებს.
მეისს უინდუს პერსონაჟს და ჯექსონის შესრულებას ფილმებში ძირითადად დადებითი შეფასებები მოჰყვა. პერსონაჟი გახდა გულშემატკივართა საყვარელი და ის ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავური ომების პერსონაჟებს შორისაა, ისევე როგორც ჯექსონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.