მეკარტოფილეობა
From Wikipedia, the free encyclopedia
მეკარტოფილეობა — კარტოფილის მოყვანის სოფლის მეურნეობის წარმოების დარგი საკვები, შესანახი და სამრეწველო მიზნებისათვის. XXI საუკუნის დასაწყისის მდგომარეობისათვის მსოფლიოში შეიმჩნევა, როგორც კარტოფილის მთლიანი მოსავლის, ასევე მისი დამუშავების მოცულობის ზრდა. მსოფლიოში კარტოფილის წარმოების სავარაუდო მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე 51 კგ-ია[1].
კარტოფილი ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, მსოფლიოს საკვები მცენარეების წარმოებაში მას უკავია ერთ-ერთი პირველი ადგილი[2].