From Wikipedia, the free encyclopedia
მთავრობა — ერთიანი სტრუქტურა, რომელსაც აქვს ძალა იძულების ან ნების წესით განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება, მიიღოს კანონები.
ჩვეულებრივ მთავრობა აღნიშნავს სამოქალაქო ხელისუფლებას, რომელიც შეიძლება იყოს ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო. ასევე არსებობს საწარმოო, აკადემიური და რელიგიური ხელისუფლება. ასეთ სტრუქტურულ ერთეულებს შეიძლება ეწოდებოდეთ დირექტორთა საბჭო, მმართველები, გუბერნატორები, ან უბრალოდ ადმინისტრაცია, უხუცესთა საბჭო. ხელისუფლებათა მნიშვნელობა და შედგენილობა იცვლება ადგილისა და დანიშნულების მიხედვით.
ორგანიზაციის სტრუქტურის, აგებულების მიხედვით, რთულდება მთავრობის კომპლექსურობაც და იზრდება იერარქიული საფეხურები. ამგვარად, პატარა და მოზრდილ ქალაქებს ჰყავთ რამდენიმე მმართველი, მულტინაციონალურ კომპანიებს მთელი ჯაჭვი იერარქიისა.
მმართველობის ფორმებს შორის განირჩევა სახელმწიფო და კერძო ადმინისტრაცია.
მმართველობის კონცეფცია ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ პირველყოფილ თემური წყობილების დროს, როდესაც ადამიანები ერთიანდებოდნენ ტომებად საერთო მიზნების მისაღწევად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.