მიგელ დე სერვანტესი
From Wikipedia, the free encyclopedia
მიგელ დე სერვანტეს საავედრა (ესპ. Miguel de Cervantes Saavedra; დ. 29 სექტემბერი, 1547, ალკადა-დე-ენარესი — გ. 22 აპრილი, 1616, მადრიდი) — ესპანელი მწერალი. საქვეყნოდ ცნობილი ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა „მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი“.
მიგელ დე სერვანტესი | |
---|---|
ესპ. Miguel de Cervantes Saavedra[1] | |
დაბადების თარიღი | 29 სექტემბერი, 1547[2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | ალკალა-დე-ენარესი, კასტილიისა და ლეონის სამეფო[5] |
გარდაცვალების თარიღი | 22 აპრილი, 1616(1616-04-22)[6] [2] [7] [3] [8] [9] [10] [10] [11] [12] [13] (68 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მადრიდი, კასტილიისა და ლეონის სამეფო[6] |
დასაფლავებულია | convent of the Barefoot Trinitarians[14] |
საქმიანობა | რომანისტი, დრამატურგი[15] , პოეტი, ლირიკოსი, ჯარისკაცი, მწერალი[4] [15] [16] [17] , accountant და tax collector |
ენა | Early Modern Spanish |
ეროვნება | ესპანელები |
მოქალაქეობა | კასტილიისა და ლეონის სამეფო[3] |
ალმა-მატერი | Q5849846? და სალამანკას უნივერსიტეტი |
ჟანრი | პოეზია, რომანი, ტრაგედია და comedy |
Magnum opus | დონ კიხოტი და სანიმუშო რომანები |
მეუღლე | კატალინა დე სალასარ ი პალასიოსი |
პარტნიორ(ებ)ი | Ana de Villafranca y Rojas |
შვილ(ებ)ი | ისაბელ დე საავედრა |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
მისი ცხოვრების მრავალი დეტალი უცნობი და სადავოა, ხოლო მისი ნამუშევრების უმრავლესობა, რომელიც დღემდე შემოგვრჩა, მის გარდაცვალებამდე სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ამის მიუხედავად, მის გავლენასა და ლიტერატურულ წვლილს ასახავს ის ფაქტი, რომ ესპანური ხშირად მოიხსენიება, როგორც „სერვანტესის ენა“.[18]
სალამანკის უნივერსიტეტში სწავლისას დაწერა პოემა „ფილენა“, რამდენიმე სონეტი და მრავალი რომანსი, რომლებსაც ჩვენს დრომდე არ მოუღწევიათ.
1569 წელს სერვანტესი იძულებული გახდა დაეტოვებინა ესპანეთი და რომის პაპის ელჩს — კარდინალ აკვავივას გაჰყვა რომში და მისი მდივანი გახდა. 1570 წელს ჩაირიცხა ესპანეთის საზღვაო ძალების ქვეითთა პოლკში. 1571 წლის ოქტომბერში მონაწილეობა მიიღო ლეპანტოს ბრძოლაში. თურქებთან შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა და მარცხენა ხელიც დაიზიანა. ლეპანტოს ომის შემდეგ ის მონაწილეობს მრავალ ომსა და შეტაკებაში, ხოლო 1575 წლის 20 სექტემბერს ალჟირელმა მეკობრეებმა დაატყვევეს და ხუთი წელი მონობაში გაატარა.
მისი პირველი მნიშვნელოვანი რომანი, სახელწოდებით გალატეა, 1585 წელს გამოიცა. დონ კიხოტის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 1605 წელს, მეორე ნაწილი 1615 წელს.