მილუოკი ბაქსი
From Wikipedia, the free encyclopedia
მილუოკი ბაქსი (ინგლ. Milwaukee Bucks) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც ქალაქ მილუოკში, უისკონსინის შტატში მდებარეობს. ბაქსი არის წევრი ცენტრალური დივიზიონის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გუნდი შეიქმნა 1968 წელს, როგორც ლიგის დამატებითი გუნდი, რომელიც ახლა BMO Harris Bradley Center ატარებს საშინაო მატჩებ. აშშ სენატორი ჰერბ კოლი არის გუნდის მფლობელი სკოტ სკილზთან ერთად, რომლებსაც როგორც მთავარი მწვრთნელის, ასევე გენერალური მენეჯერის პოსტზე ჯონ ჰემონდი ჰყავთ დანიშნული. ბაქსმა არსებობის მანძილზე ორჯერ შეძლო NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება (1971 და 2021), ორჯერ მოახერხა კონფერენციის ტიტულის მოგება (1971, 1974), ასევე 13 დივიზიონის ტიტული (1971, 1972, 1973, 1974, 1976, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1985, 1986, 2001). გუნდი დაკავშირებულია ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან კარიმ აბდულ-ჯაბარი, ოსკარ რობერტსონი, ბობ ლენიერი, რეი ალენი, მაიკლ რიდი, ენდრუ ბოგატი და ჯონ მაკგლოკინი.
მილუოკი ბაქსი Milwaukee Bucks | |||
---|---|---|---|
მილუოკი ბაქსის სეზონი 2012–13 | |||
კონფერენცია | აღმოსავლეთი | ||
დივიზიონი | ცენტრალური | ||
დაარსდა | 1968 | ||
ისტორია | მილუოკი ბაქსი (1968–დღემდე) | ||
არენა | Bradley Center | ||
ქალაქი | მილუოკი, უისკონსინი | ||
გუნდის ფერები | მწვანე, წითელი, ვერცხლისფერი, თეთრი | ||
მფლობელ(ებ)ი | ჰერბ კოლი | ||
გენერალური მენეჯერი | ჯონ ჰემონდი | ||
მთავარი მწვრთნელი | სკოტ სკილზი | ||
D-ლიგის კლუბი | Fort Wayne Mad Ants | ||
ჩემპიონები | 2 (1971, 2021) | ||
კონფერენციის ტიტულები | 3 (1971, 1974, 2021) | ||
დივიზიონის ტიტულები | 13 (1971, 1972, 1973, 1974, 1976, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1985, 1986, 2001) | ||
გაუქმებული ნომრები | 7 1, 2, 4, 14, 16, 32, 33 | ||
ოფიციალური საიტი | bucks.com | ||
|