მონაკო წარმოადგენს სუვერენულ ქალაქ-სახელმწიფოს, რომელიც დაყოფილია ათ ადმინისტრაციულ რაიონად.[1] მონაკო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ლაჟვარდოვან სანაპიოზე. მას ესაზღვრება საფრანგეთის ზღვისპირა ალპების დეპარტამენტი, ხოლო ზღვის მხრიდან ხმელთაშუა ზღვას. მისი ცენტრი იტალიიდან 16 კილომეტრით, ხოლო ნიცადან 13 კოლომეტრითაა დაცილებული. მისი ფართობია 2.02 კმ², ხოლო მოსახლეობა შეადგენს 36,371 ადამიანს რითიც მონაკო წარმოადგენს მსოფლიოში სიმცირით მეორე ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვით პირველ ქვეყანას. მისი სახმელეთო საზღვარი შეადგენს 4.4 კმ.-ს, სანაპირო ზოლი 4.1 კმ.-ს, საზღვაო საზღვარი ვრცელდება 22.2 კილომეტრზე.[2][3]

Thumb
მონაკოს სატელიტური სურათი.

ქვეყნის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელის სახურავიც ზღვის დონიდან 164.4 მეტრზეა.[4] ყველაზე დაბალ წერტილს წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვა.[5] ყველაზე გრძელი დინებას წარმოადგენს სენტ-ჯენი (0,19 კმ.), ხოლო ყველაზე დიდ ტბას ფონტვილი (0,5 ჰ.).[6] მონაკოს ყველაზე დასახლებული ნაწილია მონტე-კარლო. მონაკოს ერთადერთი ბუნებრივი რესურსი არის თევზაობა.[7]

Thumb
მონაკოს პანორამული ხედი.

ჰავა

მონაკოში ხმელთაშუა ზღვის კლიმატის თბილი ზაფხულია, რომელზეც გავლენას ახდენს ოკეანური და ტენიანი სუბტროპიკული კლიმატები. ზამთარი არის რბილი და წვიმიანი.[8] ზამთარში ყინვები ძალიან იშვიათად, დაახლოებით ათ წელიწადში ერთხელ იცის.[9][10]

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.