მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998: ფინალი
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998: ფინალი — მუნდიალი 1998-ის ფინალური მატჩი. გაიმართა 12 ივლისს სტად დე ფრანსზე. ფინალში ასპარეზოდბნენ ტურნირის მასპინძელი, საფრანგეთის, და მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრებები. საფრანგეთის ნაკრები პირველად თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. საფრანგეთმა მოიგო ზიდანისა და პეტის გოლებით. ფინალში ბრაზილიელთა მთავარი თავდამსხმელის, რონალდოს თამაში მხოლოდ თამაშის დაწყებამდე 45 წუთით ადრე გადაწყდა. მან 22-ე წუთზე შექმნა პირველი სახიფათო მომენტი საფრანგეთის კართან. საფრანგეთმა პირველივე ტაიმში გაიტანა ორი გოლი. ორივე გოლი ზიდანმა გაიტანა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით. 68-ე წუთზე მასპინძლები დარჩნენ კაცნაკლულნი, რადგან მარსელ დესაიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ბრაზილიამ გააძლიერა ზეწოლა, მაგრამ დამატებულ წუთებზე მიიღო კონტრშეტევა და ემანუელ პეტის გოლი, რომელიც პატრიკ ვიეირას პასის შედეგად გავიდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფრანგი ზინედინ ზიდანი დასახელდა.
ტურნირი | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
თარიღი | 12 ივლისი 1998 | ||||||
არენა | სტად დე ფრანსი, სენ-დენი | ||||||
საუკეთესო ფეხბურთელი | ზინედინ ზიდანი | ||||||
მსაჯი | საიდ ბელქოლა (მაროკო) | ||||||
დასწრება | 80000 | ||||||
← 1994 2002 → |
ამ მოგებით საფრანგეთი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ამ ტიტულით ის შეუერთდა მსოფლიო ჩემპიონობის მანამდე მომგებ ხუთ ნაკრებს. ბრაზილიისთვის ეს იყო ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატებზე, სანამ 2014 წელს მათ უფრო დიდი ანგარიშით არ წააგეს გერმანიასთან. მატჩს ესწრებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. მოგებიდან რამდენიმე დღეში ნაკრები დატოვა მწვრთნელმა ემე ჟაკემ.
საფრანგეთმა მოიგო შემდეგი დიდი ტურნირიც: ევრო 2000, რომელსაც ნიდერლანდებმა და ბელგიამ უმასპინძლა. ბრაზილიამ კი ერთი წლის შემდეგ მოიგო კოპა ამერიკა და შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი.