მუცუჰიტო
From Wikipedia, the free encyclopedia
მუცუჰიტო (დ. 3 ნოემბერი, 1852, კიოტო — გ. 30 ივლისი, 1912, ტოკიო) — იაპონიის 122-ე იმპერატორი 1867-1912 წლებში. (მუცუჰიტოს გამგებლობის პერიოდს 1868 წლიდან ეწოდება მეიძი). იაპონიის პირველი იმპერატორი სიოგუნატის დამხობის შემდეგ მეიძი ისინის პერიოდი.
იმპერატორი მუცუჰიტო | |
---|---|
明治天皇 | |
იაპონიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 3 თებერვალი 1867 |
მმართ. დასასრული: | 30 ივლისი 1912 |
წინამორბედი: | კომეი |
მემკვიდრე: | ტაისიო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 ნოემბერი, 1852 |
დაბ. ადგილი: | კიოტო, იაპონია |
გარდ. თარიღი: | 30 ივლისი, 1912 (59 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტოკიო, იაპონია |
მეუღლე: | მასაკო იჩიჯო |
შვილები: |
ტაისიო მასაკო ფუსაკო ნობუკო ტოშიკო |
მამა: | კომეი |
დედა: | ნაკაიამა იოშიკო |
რელიგია: | შინტოიზმი |
ხელმოწერა: | |
მისი დაბადების სახელი მუცუჰიტო იყო. იაპონიის საზღვრებს გარეთ მას ხშირად მოიხსენიებენ მუცუჰიტოდ, თუმცა იაპონიაში მხოლოდ მეიძის - გარდაცვალების სახელს უწოდებენ (იაპონიაში გარდაცვალების შემდეგ იმპერატორს ახალ სახელს უწოდებენ და ამ სახელით მოიხსენიებენ).
1852 წელს, მისი დაბადების დროს იაპონია იზოლირებული, ჩამორჩენილი, ტექნოლოგიურად განუვითარებელი, ფეოდალური სახელმწიფო იყო, რომელსაც ტოკუგავას სოიგუნები და დაიმოები მართავდნენ. დაიმოები მსხვილი ფეოდალები იყვნენ, ისინი მართავდნენ იაპონიის 250 დეცენტრალიზებულ ოლქს. მუცუჰიტოს გარდაცვალებამდე იაპონიამ გაიარა სოციალური, პოლიტიკური და ინდუსტრიული რევოლუციიის პერიოდი და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტის სიტყვებით, რომელიც მის დაკრძალვას ესწრებოდა, „კონტრასტი მათ შორის, რაც დასაკრძალი ურიკის წინ და უკან მიდიოდა, იყო გასაოცარი. ურიკის წინ მიდიოდა ძველი იაპონია, უკან კი ახალი იაპონია მოჰყვებოდა“[1].