From Wikipedia, the free encyclopedia
ნაზიქედა ქადინ ეფენდი (თურქ. Nazikedâ Kadınefendi; დ. 1850 — გ. 11 აპრილი, 1895[1]) — ოსმალეთის 34-ე სულთნის, აბდულჰამიდ II-ის პირველი ცოლი[2]. ულვიე სულთნის დედა. მისი ქორწინება ემსახურებოდა ოსმალებს და ბუფერებს შორის ალიანსს. სულთნის ჰარამხანაში მისი წოდება იყო „ბაშქადინეფენდი“, რაც პირველ ცოლს ნიშნავდა.
ნაზიქედა ქადინ ეფენდი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Nazikedâ Kadınefendi |
დაბადების თარიღი |
1850 აფხაზეთი |
გარდაცვალების თარიღი |
11 აპრილი 1895 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია | ისლამი |
მეუღლე(ები) | აბდულჰამიდ II |
შვილ(ებ)ი | ულვიე სულთანი |
მშობლები |
მამა: არზაყან ბეი ცანბა დედა: ესმა ქლიჩი |
ნაზიქედა ქადინ ეფენდი დაიბადა 1850 წელს აფხაზი უფლისწულის, არზაქან ბეი ცანბას და ესმა ქლიჩის ოჯახში[3]. რუსეთ-თურქეთის ომის დროს ადრეულ ასაკში მიიყვანეს სასახლში, სადაც მის აღზრდა-განათლებაზე ჯემილე სულთანმა იზრუნა. ნაზიქედა იყო მაღალი, გრძელი შავი თმით და ყავისფერი თვალებით.
აბდულჰამიდ II ჯერ კიდევ შეჰზადე იყო, როდესაც ჯემილე სულთნის სასახლეში ნაზიქედა შეამჩნია და ამის შემდეგ ჯემილეს მისი ხელი სთხოვა. 1863 წელს აბდულჰამიდმა და ნაზიქედამ დოლმაბაჰჩეს სასახლეში იქორწინეს. ქორწინებიდან 5 წელიწადში ნაზიქედას შეეძინა ერთადერთი ქალიშვილი ულვიე სულთანი[4], მაგრამ 7 წლის ასაკში ულვიე თამაშის დროს დაიწვა და 1875 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ნაზიქედა ქადინ ეფენდი გარდაიცვალა 1895 წლის 11 აპრილს ილდიზის სასახლეში, სტამბოლში.[5][6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.