From Wikipedia, the free encyclopedia
ნაკალა (პორტ. Nacala) — ქალაქი მოზამბიკში. შედის ნამპულის პროვინციაში. მოსახლეობა — 221 371 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები).
ქალაქი | |
---|---|
ნაკალა Nacala | |
ნაკალის სანაპირო | |
ქვეყანა | მოზამბიკი |
დაქვემდებარება | ქალაქი |
პროვინცია | ნამპულის პროვინცია |
კოორდინატები | 14°27′00″ ს. გ. 40°40′00″ ა. გ. |
მოსახლეობა | 221 371 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
თავდაპირველად ნაკალა პატარა დასახლება იყო, პორტუგალიელების დროს კი პორტის სახით დაიწყო განვითარება. ამ პერიოდში ქალაქი გახდა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ცენტრი. მრეწველობის ძირითად დარგებს შორის იყო ცემენტის, სიზალისა და აკაჟუს წარმოება. ქალაქში არის პატარა, თანამედროვე ჰოსპიტალი.
ნაკალაზე გადის სარკინიგზო ხაზი. ქალაქში არის ნაკალის პორტი და ნაკალის აეროპორტი[1].
ქვეყნის მოსახლეობა წლების მიხედვით[2]:
1980 | 1997 | 2007 | 2010 |
---|---|---|---|
80 426 | 164 309 | 207 894 | 221 371 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.