From Wikipedia, the free encyclopedia
ნატრიუმის ჰიდროქსიდს NaOH იღებენ მეტალური ნატრიუმის მისი ოქსიდის წყალთან მოქმედებით:
ნატრიუმის კარბონატის კალციუმის ჰიდროქსიდთან მოქმედებით:
ნატრიუმის ქლორიდის წყალხსნარის ელექტროლიზით. მრეწველობაში ძირითადად იღებენ ამ მეთოდით, NaCl-ის ნაჯერი წყალხსნარის ელექტროლიზით. ნატრიუმის წყალხსნარის ქლორიდში გვაქვს:
ელექტროლიზის დროს ფოლადის ან პლატინის კათოდზე ხდება წყალბადის იონების განმუხტვა და მისი გამოყოფა, ხსნარში რჩება ჭარბი რაოდენობის ჰიდროქსიდის იონები. გრაფიტის ან ვერცხლისწყლის ანოდზე განიმუხტება ქლორის იონები და გამოიყოფა თავისუფალი სახით. კათოდის არეში ჭარბი რაოდენობის ჰიდროქსიდის იონები უერთდება ჭარბი რაოდენობის ნატრიუმის იონებს და წარმოქმნის ნატრიუმის ჰიდროქსიდს. კათოდზე: 2H†+2e―>2H―>H2 ანოდზე: 2Cl‾-2e―>2Cl―>Cl2 ხსნარში: Na†+OH‾―>NaOH, რომელიც ხსნარში დისოცირებულ მდგომარეობაშია. ელექტროლიზის დროს საჭიროა დავიცვათ პირობები, რომ არ მოხდეს წარმოქმნილი ნატრიუმის ჰიდროქსიდის თავისუფალ ქლორთან (CI2) შეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება რეაქციას:
რომ ეს არ მოხდეს, ელექტროლიზის დროს ანოდის არეს, აზბესტის ქსოვილისაგან დამზადებული დიაფრაგმით განაცალკევებენ კათოდის არისაგან.ელექტროლიზით მიღებული ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარს ააორთქლებენ ვაკუუმში და ბოლოს, ემალის ან ფოლადის ჭურჭელში აცხელებენ 180 °C-მდე წყლის სრულ დაკარგვამდე. ნალღობ NaOH ასხამენ გარკვეული ფორმის ყალიბში და შემდეგ ინახავენ ჰერმეტულად თავდაცულ ჭურჭელში.
ნატრიუმის ჰიდროქსიდი თეთრი ფერის, ძლიერ ჰიდროსკოპიული ნივთიერებაა (d=2,13გ/სმ³, tლღ=318,5 °C, tდუღ=1300 °C). NaOH-ში ლითიუმის ჰიდროქსიდისაგან განსხვავებით გადაიდენება და ორთქლის მდგომარეობაში გადადის დაუშლელად, ის შლის ქსოვილებს, ტყავს,ქაღალდს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს, კარგად იხსნება წყალში, სპირტში და სხვა.გამხსნელებში.
ან
ნატრიუმის ჰიდროქსიდი ფართოდ გამოიყენება ქაღალდის წარმოებაში,ბამბის მერსერიზაციისათვის, საპნის მისაღებად,ხელოვნური ბოჭკოების მისაღებად და სახალხო მეურნეობის მრავალ დარგში.ტექნიკაში მას კაუსტიკურ სოდას უწოდებენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.