პლატინა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
პლატინა[1][2] (ლათ. Platinum < ესპ. plata — „ვერცხლი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, მეათე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIIIბ) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 78, ატომური მასა — 195.08, tდნ — 1768.3 °C, tდუღ — 3825 °C, სიმკვრივე — 21.45 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-მოთეთრო ძნელდნობადი კეთილშობილი ლითონი. დაწვრილებით მისი თვისებები აღწერა ანტონიო დე ულოამ 1748 წელს (ესპანეთი).[3] სახელის წარმოშობა უკავშირდება XVI საუკუნეში ესპანელმა კონკისკადორების მიერ კოლუმბიაში თვითნაბად ოქროსთნ ერთად მკრთალი თეთრი ლითონის აღმოჩენას, რომელიც ვერ გაადნეს[4] და „platina del Pinto“ უწოდეს, რაც ითარგმნება როგორც „პინტოს მდინარის პატარა ვერცხლი“.[5] გარდამავალი ლითონი შესანიშნავია კოროზიისადმი მდგრადობით, მაღალ ტემპერატურებზეც კი. პლატინა ერთ-ერთი უიშვიათესი ელემენტია დედამიწის ქერქში, ხშირად იგი გვხვდება ნიკელსა და სპილენძთან ერთად, ძირითადად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელიც ამ ლითონის 80 %-ის მომწოდებელია მსოფლიო ბაზარზე.
პლატინა |
78Pt |
195.08 |
4f14 5d9 6s1 |
პლატინას ფართო გამოყენება აქვს: მისგან ამზადებენ კატალიტურ გარდამქმნელებს, ლაბორატორიის აღჭურვილობას, ელექტრულ კონტაქტებსა და ელექტროდებს, პლატინის თერმორეზისტორებს, სტომატოლოგიური აღჭურვილობის ზოგიერთ დეტალს და საიუვილერო ნაწარმს. თავად ლითონიც, მისი კეთილშობილებიდან და იშვიათობიდან გამომდინარე, წარმოადგენს ვაჭრობის საგანს. პლატინის ზოგიერთი შენაერთი გამოიყენება ქიმიოთერაპიაში სიმსივნის ზოგიერთი სახის საწინააღმდეგოდ.[6]
Remove ads
წარმოშობა
სახელწოდება პლატინა მიცემულ იქნა ესპანელი კონკისტადორების მიერ, რომლებიც XVI საუკუნის შუა ნახევარში პირველად სამხრეთ ამერიკაში (დღევანდელი კოლუმბიის ტერიტორია) შეხვდნენ ახალ მეტალს, რომელიც ფიზიკურად ჰგავდა ვერცხლს (ესპანურად plata). რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „პატარა ვერცხლს“ (პალატინა ვერცხლზე ორჯერ იაფი ღირდა). ასეთი მიუღებელი (უცნაური) დასახელება აიხსნებოდა იმით, რომ პლატინა არის ერთადერთი ლითონი, რომელიც გადადნობას არ ექვემდებარებოდა. მას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოუძებნეს გამოყენება და ამიტომაც მისი ფასი იყო ორჯერ იაფი ვერცხლზე.
Remove ads
მიღება
დედამიწის ქერქში პლატინა ძირითადად თვითნაბადი სახით გვხვდება და პლატინას მოიპოვებენ საბადოებიდან.
პლატინის წარმოება ფხვნილის სახით დაიწყო 1805 წელს ინგლისელი მეცნიერის უილიამ ჰაიდ უოლასტონის მიერ სამხრეთ ამერიკის საბადოებიდან. დღეს პლატინას იღებენ პლატინური მეტალების კონცენტრატიდან. კონცენტრატს ხსნიან სამეფო წყალში, რის შემდეგაც უმატებენ ეთანოლს და შაქრის სიროფს ჭარბი HNO3 მოსაშორებლად. ამ დროს აღდგება ირიდიუმი Ir3+ და პალადიუმი Pd2+. ხოლო შემდგომ ამონიუმის ქლორიდის დამატებით გამოყოფენ (NH4)2PtCl6. გამომშრალ ნალექს ავარვარებენ 800 - 1000 °C.
3(NH4)2[PtCl6] = 2N2 + 2NH3 + 18HCl + 3Pt
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- პლატინის ჯგუფის ლითონების მონაცემთა ბაზა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-10. ციტირების თარიღი: 2010-09-07.
- WebElements.com — პლატინა.
- პლატინის საერთაშორისო გიდი.
- პლატინის ჯგუფის ლითონების სტატისტიკა და ინფორმაცია. აშშ-ის გეოლოგიური მიმოხილვა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-16. ციტირების თარიღი: 2010-09-07.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads