![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ef/Map_PeninsularMalaysia.png/640px-Map_PeninsularMalaysia.png&w=640&q=50)
ნახევარკუნძულის მალაიზია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნახევარკუნძულის მალაიზია (მალ. Semenanjung Malaysia), ასევე: დასავლეთი მალაიზია, ყოფილი მალაია — მალაიზიის ნაწილი, რომელიც მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულზე. მისი ფართობია 130,598 კმ². ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ტაილანდი, ხოლო სამხრეთით არის სინგაპურის კუნძული.[1] ის მალაკის სრუტით ამოყოფილია ინდონეზიის კუნძულ სუმატრასგან. მალაიზიის მეორე ნაწილი - აღმოსავლეთი მალაიზია მდებარეობს სამხრეთ ჩინეთის ზღვის აღმოსავლეთით კუნძულ კალიმანტანზე.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ef/Map_PeninsularMalaysia.png/320px-Map_PeninsularMalaysia.png)
ნახევარკუნძულის მალაიზია მოიცავს მთელი ქვეყნის მოსახლეობის და ეკონომიკის დაახლოებით 80%-ს. 2015 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა დაახლოებით 25 მილიონს შეადგენდა.