From Wikipedia, the free encyclopedia
ნახიჩევანის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Naxçıvan iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონი შეიცავს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელიც წარმოდგენილია ანკლავის სახით. დასავლეთით მისი მოსაზღვრეა თურქეთი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — სომხეთი, სამხრეთით — ირანი. რეგიონში შედის შემდეგი რაიონები: ბაბექი, ჯულფა, კანგარლი, ორდუბადი, სადარაქი, შაჰბუზი და შარური. ასევე, ქალაქი ნახიჩევანი.
ფართობი — 5500 კმ²-ია, რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 6% შეადგენს. მოსახლეობა — 439,8 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით).[1]
რეგიონში მოიპოვება: მოლიბდენი, დოლომიტი, მარმარილო, სამშენებლო მასალები (თაბაშირი და ტრავერტინი).
რეგიონის მრეწველობა ძირითადად წარმოდგენილია მსუბუქი და კვებითი მრეწველობით.
სოფლის მეურნეობის ძირითადი სფეროებია: მეღვინეობა, თამბაქოს, ხილის და ხორბლის მოყვანა. ასევე ამ ტერიტორიაზე იზრდება შაქრის ჭარხლი, ბოსტნეული და ყვავილები. სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების სარწყავად გამოიყენება არაქსზე შექმნილი წყალსაცავი. განვითარებულია მეცხვარეობა და მეფუტკრეობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.