ნეპალის კომუნისტური პარტია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეპალის კომუნისტური პარტია — ნეპალის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია 1949 წლიდან 1962 წლამდე. იგი დაარსდა 1949 წლის 15 სექტემბერს ავტოკრატიული რანას რეჟიმის, ფეოდალიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. დამფუძნებელი გენერალური მდივანი იყო პუშპა ლალ შრესტა. ნეპალის კომუნისტური პარტიის დამფუძნებელი წევრები იყვნენ მოტი დევი შრესტა, ნირანჯან გოვინდა ვაიდია, ნარ ბაჰადურ კარმაჩარია და ნარაიან ბილას ჯოში.[1]