ნეპტუნუსი (ლათ. Neptūnus) — რომაული მითოლოგიის მიხედვით წყლისა და ზღვის ღმერთი, იუპიტერისა და პლუტონის ძმა. იგი ანალოგიურია, თუმცა არა იდენტური ბერძნული მითოლოგიის ღმერთ პოსეიდონისა. ნეპტუნუსი შეუღლებული იყო სალაციასთან, ამ პერიოდში მოიხსენიება, როგორც მარილიანი წყლის ღმერთი. ადრეულ წლებში ნეპტუნუსი გაიგივებული იყო მგზავრების დამცველ ღვთაება — პორტუნუსსთან, რომელსაც მადლობდნენ საზღვაო გამარჯვებას, მაგრამ დაახლოებით ძვ. წ. I საუკუნეში გამოეყო მას, მაშინ როდესაც სექსტუს პომპეიუსმა დაირქვა „ნეპტუნუსის ძე“. ნეპტუნი, ისევე როგორც პოსეიდონი, რომაელთა მიერ გაიგივებული იყო მეცხენეობისა და ცხენებით შეჯიბრების მფარველი ღმერთთანაც.

ეს სტატია მითოლოგიური ღვთაების შესახებაა. პლანეტის შესახებ სტატიისთვის, იხილეთ ნეპტუნი; უკრაინული რაკეტის შესახებ, იხილეთ ნეპტუნი (ფრთოსანი რაკეტა); სხვა მნიშვნელობისთვის იხილეთ ნეპტუნი (მრავალმნიშვნელოვანი).
ანჯელო ბრანძინო — ნეპტუნი
ამფიტრიტე და ნეპტუნი. მოზაიკა. IV საუკუნე. პარიზი. ლუვრი.

დღესასწაულები

ნეპტუნუსის დღესასწაული, ნეპტუნულია, ძველ რომში იმართებოდა ყოველი წლის 23 ივნისს, მდინარე ტიბრზე ან ოსტიაში, ზღვის ნაპირას. რომში არსებობდა 2 ტაძარი: პირველი, რომელიც ააგეს ძვ. წ. 25 წელს, მდებარეობდა პლამინიუსის ცირკთან ახლოს, მეორე — ნეპტუნუსის ბაზილიკა, მარსის მოედანზე. შემდგომში რომაელმა გენერალმა, მარკუს ვისპასიანუს აგრიპამ , აღნიშნული ტაძარი მიუძღვნა რომაული რესპუბლიკის უკანასკნელ საზღვაო გამარჯვებას.

გამოსახვა

ნეპტუნი, ისევე როგორც პოსეიდონი, ზევსის მსგავსად, გამოისახებოდა მოწიფულ, ძლიერ მამაკაცად. ხელში მასაც სამკბილა ეჭირა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Neptune

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.