From Wikipedia, the free encyclopedia
ნიდერლანდების ბურჟუაზიული რევოლუცია (ნიდერლ. Tachtigjarige Oorlog — «ოთხმოცწლიანი ომი») — ომი ნიდერლანდების მიწებსა და ესპანეთის მეფეს შორის, რომელიც 1568-1648 წლებში მიმდინარეობდა. რევოლუციის შედეგად საღვთო რომის იმპერიამ შვიდი გაერთიანებული პროვინციის დამოუკიდებლობა ცნო. ოლქებმა, რომლებსაც დღეს ბელგია და ლუქსემბურგი ეწოდება (იმ ჩვიდმეტთაგანი, რომლებიც ჰაბსბურგების განკარგვაში დარჩა), სამხრეთ ნიდერლანდების სახელი მიიღეს. შეიქმნა ჰოლანდიის რესპუბლიკა.
ნიდერლანდების რევოლუცია | |||
---|---|---|---|
ლეიდენის ალყა (1573) | |||
თარიღი | 1568 - 1648 | ||
მდებარეობა | ესპანეთი, ნიდერლანდები, ლა-მანშის სრუტე. | ||
შედეგი | ნიდერლანდების და ინგლისის გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
შეიქმნა ჰოლანდიის რესპუბლიკა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ნიდერლანდების რევოლუცია ვიკისაწყობში |
1555 წელს აუგსბურგის ზავის შემდეგ კარლ V-ის ვაჟმა ფილიპე II-მ მიიღო ნიდერლანდები, ესპანეთი თავისი კოლონიებით და ნეაპოლიტანია (სამხრეთ იტალია). მას სურდა გამხდარიყო ევროპის უძლიერესი მეფე, ამიტომ უაღრესად გაურთულდა ურთიერთობა ინგლისთან, საფრანგეთთან და ოსმალეთთან. საფრანგეთთან და ოსმალეთთან გამართული ომები, ცალკეულ გამარჯვებათა მიუხედავად, უშედეგოდ დამთავრდა. ინგლისთან დაპირისპირებამ კი ესპანეთი კატასტროფის პირამდე მიიყვანა.
ფილიპე II იყო კათოლიკობისა და აბსოლუტიზმის (თვითმპყრობელობის) თავგამოდებული დამცველი. ამის გამო მას უდიდესი სირთულეები შეექმნა საშინაო პოლიტიკაში, უპირველეს ყოვლისა ნიდერლანდებთან ურთიერთობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.