რუსი გეოგრაფი From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლოზ ანდრიას ძე გვოზდეცკი (რუს. Гвоздецкий, Николай Андреевич; დ. 15 დეკემბერი [ძვ. სტ. 2 დეკემბერი], 1913, პეტერბურგი — გ. 10 ოქტომბერი, 1994, მოსკოვი) — რუსი გეოგრაფი. კარსტის მკვლევარი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რსფსრ დამსახურებული მოღვაწე (1974). სკკპ წევრი 1971 წლიდან.
ნიკოლოზ გვოზდეცკი | |
---|---|
რუს. Николай Андреевич Гвоздецкий | |
დაბ. თარიღი | 2 (15) დეკემბერი, 1913 ან 1913[1] |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[2] |
გარდ. თარიღი | 10 ოქტომბერი, 1994 ან 1994[3] |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ვაგანკოვოს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საბჭოთა რუსეთი სსრკ რუსეთი |
საქმიანობა | გეოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი და კარტოგრაფი[4] |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი და რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე |
ნიკოლოზ ანდრიას ძე გვოზდეცკი დაიბადა 1913 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ პეტერბურგში, მამამისის განათლებით აგრონომის — ანდრია გვოზდეცკისა და დედამისის — პროფესიით მასწავლებლის სერაფიმა ნიკოლოზის ასულის ოჯახში. 1948 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ამ პერიოდში მკვლევარმა არაერთი საყურადღებო ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელიც მიეძღვნა კარსტის საკითხებსა და მათ პრობლემებს. აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში, გვოზდეცკიმ აღმოაჩინა და პირველმა აღწერა მდინარე ანგარის მარჯვენანაპირეთში არსებული თაბაშირის კარსტი. 1950 წლის ზაფხულში შეისწავლა ყარათაუს ქედის კარსტი, შემდეგ ამიერკავკასიის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. იმყოფებოდა ყირიმში, კავკასიაში, კარპატებში და ა.შ.
დაჯილდოებულია სამამულო ომის II ხარისხის ორდენით, ხუთი მედლით. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობაში გაწეული დიდი სამუშოებისათვის მიენიჭა სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიდი ოქროს მედალი (1991). 1974 წელს მიენიჭა ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის დიდი ოქროს მედალი. მინიჭებული აქვს ასევე დიმიტრი ანუჩინის სახელობის პრემია (1969).
54 მონოგრაფიის და 800-მდე სამეცნიერო ხასიათის სტატიის ავტორია. ნიკოლოზ გვოზდეცკის სახელობისაა კარსტული შახტი ყირიმში და მსხვილი გროტები ურალსა და ციმბირში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.