ნიტოკრისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიტოკრისი (ბერძ. Νίτωκρις) — ძველი ეგვიპტის დედოფალი და ფარაონი (დაახლ. ძვ. წ. 2152-2150 წწ.). VI დინასტიის და ეგვიპტის ძველი სამეფოს უკანასკნელი ფარაონი.
ნიტოკრისი[1] იეროგლიფებში | ||||||
ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ნიტორისი არის ძველი ეგვიპტის და მთლიანად მსოფლიოს პირველი ქალი მმართველი (თუ მხედველობაში არ მივიღებთ I დინასტიის მმართველს მერნეიტს). იგი იყო ეგვიპტის იმ ქალბატონებს შორი პირველი (ნიტოკრისი, ნეფრუსებეკი, ჰატშეფსუტი, ტაუსერტი და კლეოპატრა) ვინც მიიღო ფარაონის ტიტული და მართავდა დამოუკიდებლად.
სახელწოდება ნიტოკრისი გვხვდება ჰეროდოტეს ისტორიაში და მანეთონის თხზულებებში. ჰეროდოტეს მიხედვით მან ხელისუფლება მიიღო მას შემდეგ, რაც შეთქმულებმა მოკლეს მისი ფარაონი-ძმა. მანეთონი, თავის მხრივ, ნიტოკრისს მიაწერს გიზის მესამე პირამიდის მშენებლობას, რომელიც რეალურად ფარაონ მენკაურას მმართველობისას ააშენეს.
თანამედროვე მკვლევრები თვლიან, რომ რეალური ნიტოკრისი იყო ძველი სამფოს ერთ-ერთი ტახტის მემკვიდრე არეულობის პერიოდში, რომელიც მოჰყვა პეპი II-ის 94 წლიან მმართველობას.
ნიტოკრისი მოხსენიებული არაა არცერთ ეგვიპტურ წყაროში, ამიტომ ზოგიერთ ეგვიპტოლოგს მის რეალურობაში ეჭვი შეაქვს და გამოგონილ პერსონაჟად მიიჩნევს. დიდი ხნის განმავლობაშI მიიჩნევდნენ, რომ ამ დედოფლის სახელი მოიხსენიებოდა ტურინის პაპირუსში, თუმცა უახლესმა მიკროსკოპიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ფარაონი ამ სახელით მეექვსე დინასტიის მმართველებს შორის არ მოიხსენიება.