ნიტრო ჯგუფი
ორგანული ნაერთი, რომელიც ერთ ან მეტ ნიტროჯგუფს შეიცავს / From Wikipedia, the free encyclopedia
ნიტრონაერთები ორგანულ ნივთიერებებს წარმოადგენენ, რომლებიც ერთ ან მეტ ნიტრო ფუნქციურ ჯგუფს შეიცავენ (-NO2). ისინი ხშირად ფეთქებად ნივთიერებებს წარმოადგენენ. ეს განსაკუთრებულად ეხება დაბინძურებულ ნიმუშებს, რომლებიც ერთზე მეტ ნიტროჯგუფს შეიცავენ. ნიტროჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ექსპლოსოფორია (ფუნქციური ჯგუფი, რომელიც ლიც ნივთიერებას ფეთქებადობის უნარს ანიჭებს). ნიტრო და ნიტრატული ჯგუფებისს ეს თვისება აიხსნება მათი თერმული დაშლისას აირ აზოტის (N2) გამოყოფით დიდი რაოდენობის ენერგის თანხლებით. ეს აზოტის მოლეკულაში ატომთაშორისი სამმაგი ბმის უნიკალური სიძლიერით აიხსნება
ნიტრო ჯგუფი ასევე ძალიან ძლიერი ელექტრონის გამაძევებელი ჯგუფია. ეს კი ალფა მდგომარეობაში მყოფ C-H კავშირებს მჟავა თვისებებს ანიჭებს. ნიტრომეთანისა და იზოპროპილის ნიტრატის pKa, შესაბამისად მათიუსისა და ბორდველის მიხედვით, 17.2 და 16.9-ა.[1][2][3]
არომატული ნიტრონაერთები ჩვეულებრივ ორგანულ მოლეკულაზე აზოტმჟავისა და გოგირდმჟავის ნარევის მოქმედებით მიიღება. ნიტრონაერთი, რომელიც ყველაზე დიდი მასშტაბებით მიიღება ნიტრობენზოლია. ასაფეთქებელი ნივთიერებების უმრავლესობა ნიტრირებით მიიღება. მაგალითად ტრინიტროფენოლი(პიკრიკის მჟავა), ტრინიტროტოლუოლი (TNT) და ტრინიტრორესორსინოლი (სტიფნიკის მჟავა).[4]