არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
ნორბერტო ოსვალდო ალონსო (ესპ. Norberto Osvaldo Alonso; დ. 4 იანვარი, 1953, ფლორიდა, ვისენტე-ლოპესი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ბეტო ალონსო.[1] საფეხბურთო კარიერის ძირითადი ნაწილი „რივერ პლეიტში“ გაატარა.[2] დღემდე რჩება ამ კლუბის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ მოთამაშედ.[3] სარგებლობდა კლუბის გულშემატკივართა საყოველთაო სიყვარულითა და პოპულარობით და დროთა განმავლობაში მის ერთგვარ „საკულტო ფიგურად“ იქცა.[4][5] ფეხბურთის სპეციალისტთა და ექსპერტთა უმრავლესობის მიერ მიჩნეულია საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[6][7][8]
ალონსო 1972 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ნორბერტო ოსვალდო ალონსო | ||
დაბადების თარიღი | 4 იანვარი, 1953 | ||
დაბადების ადგილი |
ფლორიდა, ვისენტე-ლოპესი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
რივერ პლეიტი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1976 | რივერ პლეიტი | 168 | (68) |
1976–1977 | ოლიმპიკი | 17 | (6) |
1977–1981 | რივერ პლეიტი | 142 | (63) |
1982–1983 | ველესი | 73 | (14) |
1984–1987 | რივერ პლეიტი | 64 | (18) |
სულ | 464 | (169) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1972–1983 | არგენტინა | 20 | (4) |
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბეტო ალონსო საკლუბო კარიერას 1971 წელს, არგენტინული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, პრიმერა დივიზიონის მონაწილე — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტში“[9] იწყებს. პირველად მინდორზე 1971 წლის 8 აგვისტოს, მეტროპოლიტანოს გათამაშების 26-ე ტურის მატჩში, სტუმრად — ვილა კრესპოს „ატლანტას“ წინააღმდეგ გამოდის.[10][11][12] „ელ კოლოსო დე ვილა კრესპოზე“ (ესპ. El Coloso de Villa Crespo)[13][14][15] გამართული ალონსოს სადებიუტო შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით (2–1) მთავრდება.[16][17][18][19] თავის პირველ საფეხბურთო სეზონში იგი ჩემპიონატის 23 მატჩში იღებს მონაწილეობას და 3 გოლი გააქვს. კლუბში 1976 წლის აგვისტომდე რჩება. მის შემადგენლობაში 1975 წელს ნასიონალის[20] და მეტროპოლიტანოს[21] ტურნირს იგებს.
1976 წლის აგვისტოდან 1977 წლის ივნისის ჩათვლით მარსელის „ოლიმპიკში“[22][23][24] თამაშობს.[25] პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში, სტუმრად, 27 აგვისტოს, საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში — „ვალანსიენის“ წინააღმდეგ გამოდის. შეხვედრა „სტად ნუნჟესერზე“ (ფრანგ. Stade Nungesser)[26] იმართება და მასპინძელთა გამარჯვებით (3–1) სრულდება.[27] „ოლიმპიკში“ საფრანგეთის ჩემპიონატის 17 მატჩში იღებს მონაწილეობას და სამჯერ იღებს მეტოქეთა კარს. საჩემპიონატო მატჩების გარდა მარსელელთა რიგებში კიდევ სამ თამაშს ატარებს, ორს — თასების მფლობელთა თასზე (1976 წლის 15 და 29 სექტემბერს „საუთჰემპტონთან“. პირველ თამაშს ინგლისელები იგებენ (4–0)[28] და საპასუხო მატჩში წაგება (1–2)[29] ხელს ვეღარ უშლით შემდეგ ეტაპზე გასვლაში) და ერთს — საფრანგეთის თასზე (1977 წლის 13 თებერვალს, „მონპელიესთან“, სადაც ერთი გოლი გააქვს, თუმცა თამაშის 89-ე წუთზე ჟან-მარკ ვალადიეს გოლის წყალობით „მონპელიე“ ახერხებს თამაშის მოგებას (2–1)[30] და შემდეგ ეტაპზე გადის).
1977 წლიდან „რივერს“ უბრუნდება და 1981 წლის ჩათვლით თამაშობს, სადაც 1979 წელს[31] მეტროპოლიტანოს და ნასიონალის, 1980 წელს[32] მეტროპოლიტანოს, ხოლო 1981 წელს[33] ნასიონალის ჩემპიონი ხდება.
1982–1983 წლებში „ველეს სარსფილდში“ გამოდის (73 მატჩი, 16 გოლი).[34]
1984 წლიდან კვლავ „რივერშია“. კლუბთან ერთად 1985–86 წლების საფეხბურთო სეზონის არგენტინის პრიმერას იგებს,[35] რის შემდეგაც 1986 წლის ლიბერტადორესის თასის და საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში იმარჯვებს. ფეხბურთის თამაშს 1987 წელს, ამავე კლუბში ამთავრებს.
1972–1983 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 20 შეხვედრა ჩაატარა,[36][37][38][39] რომლის მაისურით პირველად 1972 წლის 25 სექტემბერს, ჩილეს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ კარლოს დიტბორნის თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: დანიელ კარნევალე, ანხელ ბარგასი, რამონ ერედია, ენრიკე ვოლფი, ნორბერტო ალონსო, მიგელ ანხელ ბრინდისი, რუბენ აიალა, რობერტო ტელჩი, რამონ ბოვედა, ხორხე ლუის გისო და ანტონიო როსლი. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1983 წლის 21 ივლისს, პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და ფრედ, ანგარიშით — 0–0 დასრულდა. მისი მონაწილეობით გამართული 20 მატჩიდან არგენტინელებმა 10 შეხვედრა მოიგეს, 5 დათმეს და 5 ფრედ დაამთავრეს.
№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | შენიშვნა | წყარო |
1 | 25.09.1972 | არგენტინა | 2–0 | ჩილე | [40][41] | |||
2 | 11.10.1972 | ესპანეთი | 1–0 | არგენტინა | ესპანეთის თასი |
[42] | ||
3 | 25.10.1972 | პერუ | 0–2 | არგენტინა | [43] | |||
4 | 29.10.1972 | ჩილე | 0–2 | არგენტინა | [44] | |||
5 | 06.02.1973 | მექსიკა | 2–0 | არგენტინა | [45] | |||
6 | 14.02.1973 | გფრ | 2–3 | არგენტინა | [46][47] | |||
7 | 20.02.1973 | ისრაელი | 1–1 | არგენტინა | [48] | |||
8 | 17.05.1973 | არგენტინა | 1–1 | ურუგვაი | ლიპტონის თასი |
[49] | ||
9 | 13.07.1973 | არგენტინა | 5–4 | ჩილე | [50] | |||
10 | 18.07.1973 | ჩილე | 3–1 | არგენტინა | [51] | |||
11 | 18.07.1975 | ურუგვაი | 2–3 | არგენტინა | [52] | |||
12 | 19.05.1976 | ბრაზილია | 2–0 | არგენტინა | [53] | |||
13 | 03.05.1978 | არგენტინა | 3–0 | ურუგვაი | [54] | |||
14 | 02.06.1978 | არგენტინა | 2–1 | უნგრეთი | არგენტინა 78 | [55] | ||
15 | 06.06.1978 | არგენტინა | 2–1 | საფრანგეთი | არგენტინა 78 | [56] | ||
16 | 18.06.1978 | არგენტინა | 0–0 | ბრაზილია | არგენტინა 78 | [57] | ||
17 | 12.05.1983 | ჩილე | 2–2 | არგენტინა | [58][59] | |||
18 | 23.06.1983 | არგენტინა | 1–0 | ჩილე | [60] | |||
19 | 14.07.1983 | პარაგვაი | 1–0 | არგენტინა | ბოგადოს თასი |
(1) |
[61][62] | |
20 | 21.07.1983 | არგენტინა | 0–0 | პარაგვაი | ბოგადოს თასი |
[63] | ||
კლუბი | სეზონი | მეტროპოლიტანო | ნასიონალი | ჯამში | |||
---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
რივერ პლეიტი არგენტინა |
1971 | 10 | 1 | 13 | 2 | 23 | 3 |
1972 | 26 | 12 | 15 | 9 | 41 | 21 | |
1973 | 16 | 3 | 10 | 6 | 26 | 9 | |
1974 | 10 | 1 | 14 | 6 | 24 | 7 | |
1975 | 28 | 20 | 12 | 7 | 40 | 27 | |
1976 | 14 | 1 | 0 | 0 | 14 | 1 | |
ჯამში | 104 | 38 | 64 | 30 | 168 | 68 | |
ოლიმპიკი მარსელი საფრანგეთი |
1977 | 17 | 3 | – | – | 17 | 3 |
ჯამში | 17 | 3 | – | – | 17 | 3 | |
რივერ პლეიტი არგენტინა |
1977 | 0 | 0 | 14 | 6 | 14 | 6 |
1978 | 14 | 15 | 17 | 8 | 31 | 23 | |
1979 | 13 | 7 | 13 | 5 | 26 | 12 | |
1980 | 24 | 7 | 16 | 8 | 40 | 15 | |
1981 | 20 | 6 | 11 | 0 | 31 | 6 | |
ჯამში | 71 | 35 | 71 | 27 | 142 | 62 | |
ველეს სარსფილდი არგენტინა |
1982 | 24 | 2 | 13 | 4 | 37 | 6 |
1983 | 24 | 4 | 12 | 6 | 36 | 10 | |
ჯამში | 48 | 6 | 25 | 10 | 73 | 16 | |
რივერ პლეიტი არგენტინა |
1984 | 27 | 7 | 9 | 3 | 36 | 10 |
1985 | – | – | 9 | 3 | 9 | 3 | |
1986 | 15 | 5 | – | – | 15 | 5 | |
1987 | 4 | 0 | – | – | 4 | 0 | |
ჯამში | 46 | 12 | 18 | 6 | 64 | 18 | |
სულ ჯამში | 464 | 167 | |||||
არგენტინის ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1972 | 3 | 0 |
1973 | 6 | 1 |
1975 | 1 | 1 |
1976 | 1 | 0 |
1978 | 4 | 1 |
1983 | 4 | 1 |
ჯამში | 19 | 4 |
ალონსომ მსოფლიო ჩემპიონატების 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[68][69][70]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1978 | არგენტინა | 1 | ნახევარმცველი | 3 | 0 | 2 | 1 | 0 | ჩემპიონი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.