ნორმან სმითი (მუსიკალური პროდიუსერი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ნორმან სმითი (Norman Smith, დ. 22 თებერვალი, 1923 — გ. 3 მარტი, 2008)[1] — ბრიტანელი მუსიკოსი და პროდიუსერი. 1959 წელს გახდა EMI-ს ხმის ინჟინერი.
1965 წლამდე ნორმანი The Beatles-ის ყველა სტუდიური ჩანაწერის ხმის ინჟინერი იყო. Rubber Soul იყო უკანასკნელი ალბომი[2], რომელზეც მან იმუშავა. საერთო ჯამში, მას ნამუშევარი აქვს ჯგუფის 100-მდე სიმღერაზე[3]. 1967 წელს იგი პინკ ფლოიდთან სამუშაოდ გადაიყვანეს. მთლიანობაში მან იმუშავა სამ ალბომზე - The Piper at the Gates of Dawn, A Saucerful of Secrets და Ummagumma[4]. ამასთან, სიმღერაში „Remember A Day“ იგი დასარტყმელ საკრავებზე უკრავს[5].
1970-იან წლებში ჰქონდა საკმაოდ წარმატებული მუსიკალური კარიერა „Hurricane Smith“-ის ფსევდონიმით და ორი ჰიტით, „Don't Let It Die“[6] და „Oh Babe What Would You Say?“[7].