From Wikipedia, the free encyclopedia
ოდრი აზულაი (ფრანგ. Audrey Azoulay; დ. 4 აგვისტო 1972, ლე სელ-სენ-კლუ) — ფრანგი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, იუნესკოს გენერალური დირექტორი, რომელმაც თანამდებობა დაიკავა 2017 წლის 10 ნოემბერს. იყო საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის მინისტრი (2016-2017 წწ.).
ოდრი აზულაი | |
იუნესკოს გენერალური დირექტორი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 10 ნოემბერი, 2017 |
წინამორბედი | ირინა ბოკოვა |
საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 თებერვალი, 2016 – 17 მაისი, 2017 | |
პრეზიდენტი | ფრანსუა ოლანდი |
პრემიერ-მინისტრი | მანუელ ვალსი, ბერნარ კაზნიოვი |
წინამორბედი | ფლიორ პელრენი |
მემკვიდრე | ფრანსუაზ ნისენი |
დაბადებული | 4 აგვისტო, 1972 ლე სელ-სენ-კლუ, საფრანგეთი |
პოლიტიკური პარტია | საფრანგეთის სოციალისტური პარტია |
მამა | ანდრე აზულაი |
დედა | კატია ბრამი |
განათლება | პარიზ-დოფინის უნივერსიტეტი, ლანკასტერის უნივერსიტეტი, პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტი, ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლა |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
დაიბადა 1972 წლის 4 აგვისტოს პარიზში, მაროკოელი ებრაელის ოჯახში. მაროკოს მეფეების ჰასან II-ისა და მუჰამედ VI-ის მრჩევლის, ანდრე აზულაის შვილი (ბავშვობაში ოდრი არდადეგებს ატარება სამეფო სასახლეში). მეცნიერებათა მაგისტრის სტატუსი მიიღო პარიზის დოფინის უნივერსიტეტში და საქმიანი ადმინისტრირების მაგისტრის სტატუსი ლანკასტერის უნივერსიტეტში. დაასრულა პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტი და ადმინისტრირების ეროვნული სკოლა პარიზში[1].
2000 წელს დაასრულა ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა. 2006 წელს გადავიდა კინოსა და ანიმაციის ეროვნულ ცენტრში. 2014 წელს გახდა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მრჩეველი[2].
2016 წლის 12 თებერვალს გახდა საფრანგეთის კულტურის მინისტრი მანუელ ვალსის მეორე კაბინეტში[3]. 2016 წლის 6 დეკემბერს შევიდა ბერნარ კაზნიოვის მთავრობის შემადგენლობაში და მიიღო კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრის პორტფელი[4].
2017 წლის 13 ოქტომბერს აირჩიეს იუნესკოს გენერალურ დირექტორად 30 ხმით 28-ის წინააღმდეგ. თანამდებობა დაიკავა 2017 წლის 10 ნოემბერს იუნესკოს გენერალური კონფერენციის სესიაზე[5]. 2021 წელს აირჩიეს მეორე ოთხწლიანი ვადით.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.