From Wikipedia, the free encyclopedia
ოლბორგი (დან. Aalborg) — სამრეწველო და საუნივერსიტეტი ქალაქი დანიაში, ჩრდილოეთ იუტლანდიის რეგიონში. მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით 104 885 ადამიანია და ამ მხრივ ოლბორგი დანიის მეოთხე უდიდესი ქალაქია. ოლბორგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 201 142 კაცს აღწევს (2012),[1] რის შედეგადაც ის ქვეყნის მესამე ყველაზე ხალხმრავალი მუნიციპალიტეტია კოპენჰაგენისა და ორჰუსის შემდეგ. უძველესი დასახლებები ახ. წ. 700 წლით თარიღდება. ლიმ-ფიორდის ნაპირებზე მდებარეობის გამო, შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო, მოგვიანებით კი სამრეწველო ცენტრი. ამჟამად ოლბორგი გარდამავალია მუშათა კლასის ქალაქიდან ცოდნის ეკონომიკის ქალაქში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ოლბორგი დან. Aalborg | |||||
| |||||
ქვეყანა | დანია | ||||
რეგიონი | ჩრდილოეთი იუტლანდია | ||||
მუნიციპალიტეტი | ოლბორგი | ||||
კოორდინატები | 57°03′00″ ჩ. გ. 9°55′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Thomas Kastrup-Larsen | ||||
დაარსდა | 16 ივნისი, 1342 | ||||
ფართობი | 139 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 5 მ | ||||
მოსახლეობა | 104 885 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 888 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 9 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9000, 9008, 9020, 9100 | ||||
ოფიციალური საიტი | aalborgkommune.dk | ||||
ოლბორგის ისტორია 1000 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. თავდაპირველად ის სავაჭრო დასახლებას წარმოადგენდა.
1940 წელს, დანიაში ნაციხტური გერმანიის შეჭრის დროს, ოლბორგი აეროდრომი გერმანელმა პარაშუტისტებმა აიღეს და მიიჩნევა, რომ ოლბორგი პირველი ქალაქია, რომელიც ოდესმე პარაშუტისტებს აუღიათ. ეს აეროდრომი უმნიშვნელოვანესი იყო გერმანიის ავიაციისათვის ნორვეგიამდე მისაღწევად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.