From Wikipedia, the free encyclopedia
ოლეგ მიტიაევი (რუს. Олег Юрьевич Митяев; დ. 1974[1], სხვა ინფორმაციის მიხედვით 1975/1976[2], ორენბურგი, რსფსრ — გ. 15 მარტი, 2022, მარიუპოლი) — რუსი გენერალ-მაიორი. ბოლოს მეთაურობდა 150-ე მოტომსროლელ დივიზიას.
1991 წელს დაამთავრა სუვოროვის სამხედრო სასწავლებელი, 1995 წელს ომსკის უმაღლესი საერთო საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი (რუს. Омское высшее общевойсковое командное училище), 2009 წელს მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.
იგი მონაწილეობდა სირიის სამოქალაქო ომში . 2016 წელს ოლეგ მიტიაევი ტაჯიკეთში რუსული სამხედრო ბაზის მეთაურად დაინიშნა. 2020 წლიდან მეთაურობდა 150-ე მოტომსროლელ დივიზიას.[3]
2022 წლის 16 მარტს, დილით, უკრაინულმა მხარემ განაცხადა მიტიაევის სიკვდილის შესახებ მარიუპოლის მახლობლად.[4] აზოვის მოხალისეთა ბატალიონმა განაცხადა[3], რომ სამშაბათს, 2022 წლის 15 მარტს[2], მოკლეს, 46 წლის გენერალ-მაიორი. იგი იყო მეოთხე რუსი გენერალი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდში დაიღუპა.[5][2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.