From Wikipedia, the free encyclopedia
ომარ ჰასან აჰმად ალ-ბაშირი (არაბ. عمر حسن أحمد البشير; დ. 1 იანვარი, 1944) — სუდანის პრეზიდენტი 1989-2019 წლებში. 1989 წელს ალ-ბაშირმა ოფიცერთა ჯგუფით მოაწყო უსისხლო სამხედრო გადატრიალება, რომლის შედეგადაც სუდანის დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრის, სადიქ ალ-მაჰდის მთავრობა დაამხო.[1]
2004 წლის ოქტომბერში ალ-ბაშირის მთავრობამ დაასრულა სუდანის მეორე სამოქალაქო ომი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და სისხლიანი კონფლიქტი სამხრეთი სუდანისთვის შეზღუდული ავტონომიის მინიჭებით. ალ-ბაშირს ხშირად აკრიტიკებენ მისი მოქმედებისთვის დარფურის კონფლიქტის დროს, როდესაც სუდანის სამხედროების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად დაიხოცა 200,000-დან[2] 400,000-მდე არაბი მოსახლე.[3]
2008 წლის ივლისში საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ბრალმდებელმა ლუის მორენო-ოკამპომ ალ-ბაშირს ბრალი დასდო გენოციდში, ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულებში და სამხედრო დანაშაულებში დარფურის კონფლიქტის დროს.[4] 2009 წლის 4 მარტს საერთაშორისო სასამართლომ გასცა ალ-ბაშირის დაპატიმრების ორდერი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და სამხედრო დანაშაულების გამო, თუმცაა დაასკვნა, რომ მის გენოციდში დასადანაშაულებლად არ იყო საკმარისი საბუთები.[5] ორდერი გაუგზავნეს სუდანის მთავრობას, რომელიც არ გამოთქვამს ალ-ბაშირის დაპატიმრების სურვილს. ალ-ბაშირი არის პირველი სახელმწიფოს მოქმედი ლიდერი, რომელზეც გაიცა დაპატიმრების სანქცია.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.