From Wikipedia, the free encyclopedia
ოჩაკივი, ოჩაკოვი (უკრ. Очаків) — უკრაინის მიკოლაივის ოლქის ქალაქი, ოჩაკივის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ოჩაკივი Очаків | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
ოლქი | მიკოლაივი | ||||
კოორდინატები | 46°37′07″ ჩ. გ. 31°32′21″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1492 | ||||
ფართობი | 12.49 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 37 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 14553[1] კაცი (2014) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 57500–57014 | ||||
ოფიციალური საიტი | http://ochakiv-rada.gov.ua/ | ||||
მისი კოორდინატებია: 46°37’00’’ - განედი 31°33’00’’ გრძედი -/46.616667° განედი 31.55° გრძედი.(G) მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე დნეპრის შესართავში. საზღვაო პორტი დნეპრო-ბუგის ლიმანზე, წარმოადგენს ნიკოლაევის საზღვაო სავაჭრო პორტის საპორტო პუნქტს.
ოჩაკივის ტერიტორიაზე მდებარეობდა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო ოლვია. დაარსდა ძვ. წ. VI საუკუნეში მილეტელების მიერ და იარსება ახ. წ. V საუკუნემდე. გარშემორტყმული იყო ქვის ძლიერი კედლით, მაღალი კოშკებით და კარიბჭეებით.
ოჩაკოვის მეორე ალყა 1788 წელს. ამ დროისთვის ქალაქის გარნიზონის რაოდენობა 20 ათასს შეადგენდა და იყო 300 ზარბაზანი. ქალაქის დასასავლეთით მდებარეობდა გასან-ფაშის ციხე. 2 დღიანი ბრძოლების შემდეგ 1788 წლის 17-18 ივნისს ოჩაკივი რუსეთის ფლოტილიის ხომალდებისა და სუვოროვის სახმელეთო ბატარეების მიერ იქნა ჩაძირული სამი 64 ზარბაზნიანი ხომალდი, ორი 40 ზარბაზნიანი და სამი 32 ზარბაზნიანი ფრეგატი, 5 პატარა გემი. ხელში ჩაიგდეს ერთი ხომალდი (გადარქმეულ იქნა „ლეონტი წამებული“, მონაწილეობდა კალიაკრიის ბრძოლაში 1791 წელს). ტყვედ იქნა აყვანილი 1673 ადამიანი. თურქებმა დაკარგეს 5 ათასზე მეტი ადამიანი. რუსებმა დაჰკარგეს: 2 ოფიცერი 16 დაბალი ჩინის გარდაცვლილნი და 10 ოფიცერი და 57 დაბალი ჩინის დაჭრილებით. თურქული ესკადრის განადგურების შემდეგ ოჩაკივი შტურმით იქნა აღებული პოტიომკინი ს ჯარის მიერ.
საბჭოთა პერიოდში ქალაქში მდებარეობდა სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-სავერტმფრენო ბაზები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.