პალესტინელები
From Wikipedia, the free encyclopedia
პალესტინელები (არაბ. الفلسطينيون, al-Filasṭīniyyūn; ებრ. פָלַסְטִינִים) — არაბი ხალხი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად პალესტინაში, ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პალესტინელები}} |
პალესტინელები الفلسطينيون | |
---|---|
პალესტინური ოჯახი XX ს. დასაწყისში | |
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 5 მილიონამდე | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
პალესტინა | 4.750 000[1] |
– დასავლეთი სანაპირო | 2.900 000[1] |
– ღაზას სექტორი | 1.850 000[1] |
იორდანია | 3 240 000 |
ისრაელი | 1.470 000[2] |
სირია | 630 000 |
ჩილე | 500 000 |
ლიბანი | 402 582 |
საუდის არაბეთი | 280 245 |
ეგვიპტე | 270 245 |
აშშ | 255 000[3] |
ჰონდურასი | 250 000 |
ენები | არაბული ენა |
რელიგიები | ისლამი, არიან ქრისტიანები (ძირითადად მართლმადიდებლები) |
პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის განმარტების მიხედვით „პალესტინელები წარმოადგენენ არაბი ხალხის ნაწილს, რომელიც ორგანულად ცხოვრობდა პალესტინაში 1947 წლამდე. ეს განმარტება ვრცელდება ყველა პალესტინელზე, მიუხედავად შემდგომი გადასახლებისა და საცხოვრებელი ადგილისა. ყოველი, ვინც დაიბადა აღნიშნული თარიღის შემდგომ, პალესტინასა და მის გარეთ, ასევე ის, ვისი მამაც პალესტინელია, ასევე ითვლება პალესტინელად“. პალესტინელებთან მიმართებაში ხშირად გამოიყენებენ ტერმინს „პალესტინელი არაბები“.
გაეროს მონაცემებით (დეკემბერი, 2000) პალესტინელთა საერთო რაოდენობა 7-დან 8 მილიონ ადამიანამდე მერყეობს.
სამხედრო ქმედებებმა, რომლებიც უძღვოდნენ ისრაელის სახელმწიფოს შექმნას 1948 წ., აიძულა 750 ათასი ადამიანი იძულებითი გადაადგილებისკენ. ექვსდღიანმა ომმა დევნილების ახალი ტალღა წარმოქმნა – 500 ათას ადამიანამდე, რომელთაგან ნახევარმა მეორეჯერ განიცადა ლტოლვილობა. გაეროს ოფიციალური სტრუქტურები აღიარებენ ომების პერიოდში საერთო ჯამში 4 მილიონამდე პალესტინელისა და მათი შთამომავლების იძულებით გადაადგილებას.
დარეგისტრირებული ლტოლვილების რაოდენობა (2006 წლის 31 მარტისთვის შეადგენს 4 375 050 ადამიანს. მათ შორის იორდანიაში – 1 835 704, სირიაში 434 896, ლიბანში – 405 425, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე – 705 207, ღაზის სექტორში – 993 818.
მიუხედავად ოფიციალური სტატისტიკისა, ისრაელში საერთოდ არ აღიარებენ არაბი პალესტინელების ეთნოსის არსებობას.