პიემონტი
From Wikipedia, the free encyclopedia
პიემონტი (იტალ. Piemonte) — რეგიონი იტალიის ჩრდილოეთში. მისი ფართობი 25 402 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით დაახლოებით 4,4 მლნ ადამიანს შეადგენს. დედაქალაქია ტურინი. მთავარი ადგილობრივი ენაა პიემონტური. კუენოსა და ტურინის პროვინციებში მდებარე ოქსიტანის ხეობაში ასევე ლაპარაკობენ ოქსიტანურ ენაზე.
სწრაფი ფაქტები რეგიონი, ქვეყანა ...
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
პიემონტი Piedmont | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | ტურინი | ||||
შიდა დაყოფა | ალესანდრიის პროვინცია, ასტის პროვინცია, ბიელა, კუნეოს პროვინცია, ნოვარის პროვინცია, ტურინის პროვინცია[1] [2] , ვერბანო-კუზო-ოსოლის პროვინცია, ვერჩელის პროვინცია და Metropolitan City of Turin[1] [2] | ||||
კოორდინატები | 45°15′00″ ჩ. გ. 7°55′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Alberto Cirio | ||||
დაარსდა | 1970 | ||||
ფართობი | 25 402 კმ² | ||||
მოსახლეობა | 4 456 532 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 175,4 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | regione.piemonte.it | ||||
დახურვა
პიემონტს სამი მხრიდან გარს ალპები არტყავს. ესაზღვრება საფრანგეთსა და შვეიცარიას, ასევე იტალიის შემდეგ რეგიონებს: ლომბარდიას, ლიგურიას, ვალ-დ-აოსტას და ძალიან მცირე საზღვრით ემილია-რომანიას. რეგიონის ტერიტორიის 43,3% მთიანია, 30,3% გორაკ-ბორცვებს უჭირავს, 26,4% კი ვაკეებს. პიემონტი იტალიის რეგიონებს შორის სიდიდით მეორეა, სიცილიის შემდეგ.
პიემონტში მდებარეობს პოს ნაყოფიერი ხეობა, აქ განვითარებულია მანქანათმშენებლობის ინდუსტრია (ფიატი).