პლანეტური რგოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
პლანეტური რგოლი — მტვრის, „მთვარუკის“ ან სხვა პატარა ობიექტების დისკო ან რგოლი, რომელიც პლანეტის ან მისი მსგავსი ობიექტის გარშემო ბრუნავს. მზის სისტემაში ყველაზე შესამჩნევი რგოლები სატურნის გარშემოა, მაგრამ დანარჩენი სამი გაზური გიგანტიც (იუპიტერი, ურანი და ნეპტუნი) ფლობს რგოლურ სისტემებს.
2014 წლის 26 მარტს მცირე პლანეტა ჩარიკლოს გარშემო რგოლების აღმოჩენა განაცხადეს, როდესაც ვარსკვლავური დაბნელებით აკვირდებოდნენ 2013 წლის 3 ივნისს.[1][2][3] განცხადებების მიხედვით, რომლებიც 2008 წლის მარტში გაკეთდა,[4][5][6] სატურნის მთვარე რეას შესაძლოა საკუთარი თხელი რგოლური სისტემა ჰქონდეს, რაც მას ერთადერთ მთვარედ აქცევდა, რომელსაც რგოლური სისტემა აქვს. მოგვიანებით გამოქვეყნებულმა 2010 წლის კვლევამ ცხადყო, რომ კასინის მისიიდან რეას გადაღება შეუსაბამო იყო ნაწინასარმეტყველევ რგოლების ნიშან-თვისებებთან, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ სხვა მექანიზმია პასუხისმგებელი იმ მაგნიტურ ეფექტებზე, რომლებმაც რგოლების ჰიპოთეზა წარმოშვა.[7] როგორც ცნობილია, პლუტონს რგოლური სისტემა არ აქვს, თუმცა ახალმა ჰორიზონტებმა შესაძლოა აღმოაჩინოს იგი, როდესაც 2015 წელს ესტუმრება პლუტონს.[8]