ურანი
მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა / From Wikipedia, the free encyclopedia
ურანი (სიმბოლო: ⛢) — მზიდან მეშვიდე პლანეტა დაშორების მიხედვით. ის რადიუსით მესამე, ხოლო მასით მეოთხეა მზის სისტემაში. ურანის შედგენილობა ნეპტუნისას ჰგავს, ხოლო ეს ორი პლანეტა გაზური გიგანტებისგან, იუპიტერისა და სატურნისგან განსხვავებულია, ამიტომაც ასტრონომები ურანსა და ნეპტუნს განცალკევებულ კატეგორიაში — „ყინულის გიგანტებში“ მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ ურანის ატმოსფერო წყალბადისა და ჰელიუმის ძირითადი შედგენილობით სატურნსა და იუპიტერს წააგავს, ის შეიცავს უფრო მეტ „ყინულს“, როგორებიცაა ამიაკი და მეთანი, სხვა ჰიდროკარბონებთან ერთად.[6] მისი ატმოსფერო ყველაზე ცივია მზის სისტემაში ტემპერატურით −224,2 °C. ურანის ატმოსფეროს რთულ ფენებიანი ღრუბლის სტრუქტურა აქვს და მეცნიერთა ვარაუდით, მის ძირეულ ღრუბლებში წყალია, ხოლო ყველაზე მაღალ ღრუბლებში — მეთანი.[6] ამის საპირისპიროდ, ურანის შიდა ნაწილები ძირითადად გაჯერებულია ყინულითა და ქვით.[7]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ურანი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ურანი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ურანი | ||||
---|---|---|---|---|
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | უილიამ ჰერშელი | |||
აღმოჩენის ადგილი | ბათი, გაერთიანებული სამეფო | |||
აღმოჩენის თარიღი | 13 მარტი, 1781 | |||
აღმოჩენის მეთოდი | პირდაპირი დაკვირვება | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
ეპოქა: J2000 | ||||
აფელიუმი |
3 004 419 704 კმ 20,083 305 26 ა. ე. | |||
პერიჰელიუმი |
2 748 938 461 კმ 18,375 518 63 ა. ე. | |||
დიდი ნახევარღერძი (a) |
2 876 679 082 კმ 19,229 411 95 ა. ე. | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0,044 405 586 | |||
გარშემოვლის სიდერული პერიოდი |
30 799,095 დღე 84,323 326 წელი[1] | |||
გარშემოვლის სინოდური პერიოდი | 369,66 დღე[2] | |||
ორბიტალური სიჩქარე (v) | 6,81 კმ/წმ[2] | |||
საშუალო ანომალია () | 142,955717° | |||
დახრილობა (i) |
0,772556° 6,48° მზის ეკვატორის მიმართ | |||
ამომავალი კვანძის გრძედი () | 73,989821° | |||
პერიცენტრის არგუმენტი () | 96,541318° | |||
თანამგზავრები | 27 | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
შეზნექვა | 0,02293 | |||
ეკვატორული რადიუსი | 25 559 კმ[3] | |||
პოლარული რადიუსი | 24 973 კმ[3] | |||
ზედაპირის ფართობი (S) | 8,1156×109 კმ²[3][4] | |||
მოცულობა (V) | 6,833×1013 კმ³[3][5] | |||
მასა (m) | 8,6832×1025 კგ | |||
საშუალო სიმკვრივე () | 1,27 გრ/სმ³[2][3] | |||
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) | 8,87 მ/წმ² (0,886 g) | |||
მეორე კოსმოსური სიჩქარე () | 21,3 კმ/წმ[2][3] | |||
ბრუნვის ეკვატორული სიჩქარე |
2,59 კმ/წმ 9 324 კმ/სთ | |||
ბრუნვის პერიოდი (T) |
0,71833 დღე 17 სთ 14 წთ 24 წმ | |||
ღერძის დახრილობა | 97,77° | |||
ჩრდილოეთი პოლუსის პირდაპირი ასვლა () |
17 სთ 9 წთ 15 წმ 257,311° | |||
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () | −15,175° | |||
ალბედო |
0,300 (ბონდი) 0,51 (გეომ. ალბედო)[2] | |||
ხილული ვარსკვლავური სიდიდე | 5,9 — 5,32[2] | |||
კუთხური დიამეტრი | 3,3"—4,1"[2] | |||
ტემპერატურა | ||||
| ||||
1 ბარის დონე |
| |||
0,1 ბარი (ტროპოპაუზა) |
| |||
ატმოსფერო | ||||
83±3 % წყალბადი 15±3 % ჰელიუმი |
ურანი ერთადერთი პლანეტაა, რომლის სახელიც ბერძნული მითოლოგიიდან მოდის და არა რომაულიდან, განსხვავებით სხვა პლანეტებისა. მას ცის ბერძენი ღმერთის ლათინური ვერსიის, ურანის (Ouranos) სახელი ჰქვია. სხვა გიგანტი პლანეტების მსგავსად, ურანსაც აქვს რგოლების სისტემა, მაგნიტოსფერო და რამდენიმე თანამგზავრი. ურანისეულ სისტემას ამ პლანეტათა შორის უნიკალური კონფიგურაცია აქვს, რადგან მისი ბრუნვის ღერძი თითქმის „მხარზეა წამოწოლილი“. აქედან გამომდინარე, მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები იქ არის, სადაც სხვა პლანეტების ეკვატორები.[8] 1986 წელს „ვოიაჯერ 1-ის“ მიერ გადაღებულ სურათებზე ხილულ სინათლეში ურანი თითქმის ნიშან-თვისებების გარეშე გამოჩნდა — ღრუბლების ჯგუფებისა და შტორმების გარეშე, რომლებიც სხვა გიგანტ პლანეტებთან ასოცირდება.[8] დამკვირვებლებმა დედამიწიდან შენიშნეს სეზონური ცვლილების ნიშნები და ამინდის გაზრდილი აქტიურობა, როდესაც ურანმა ბუნიაობას მიაღწია. ურანზე ქარები 250 მ/წმ სიჩქარით ქრის.[9]