ჯექსონ პოლოკი
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლ ჯექსონ პოლოკი (ინგლ. Paul Jackson Pollock; დ. 28 იანვარი, 1912 — გ. 11 აგვისტო, 1956) — გავლენიანი ამერიკელი ხელოვანი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდევრობის ერთ-ერთი თანადამაარსებელი. სიცოცხლეშივე მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება და ერთი პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე მოდურ მხატვრად იქცა, თუმცა კონფლიქტური ხასიათისა და ალკოჰოლიზმის გამო განმარტოებით ცხოვრობდა. 1945 წელს მან მხატვარ ლი კრასნერზე იქორწინა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე და მემკვიდრეობაზე.[1] 44 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მართვის გამო მომხდარ ავტოკატასტროფაში.
ჯექსონ პოლოკი Jackson Pollock | |
---|---|
| |
სრული სახელი | პოლ ჯექსონ პოლოკი |
დაიბადა | 28 იანვარი, 1912 |
დაბადების ადგილი | კოდი, უაიომინგი |
გარდაიცვალა | 11 აგვისტო, 1956 |
გარდაცვალების ადგილი | ლონგ-აილენდი, ნიუ-იორკი |
ეროვნება | აშშ |
სფერო | ფერწერა |
მიმდინარეობა | აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი |
ჟანრი | აბსტრაქციონიზმი |
ცნობილი ნამუშევრები | No. 5, 1948 |
მასზე გავლენა მოახდინა | მექსიკელი მიურალისტები, ადგ. ინდიელების ქვიშის ხელოვნება, ექსპრესიონიზმი, კარლ იუნგი |
მან გავლენა მოახდინა | გვიანდელი მოდერნიზმი |
1956 წლის დეკემბერში მისი მემორიალური რეტროსპექციული გამოფენა გაიმართა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რომელიც უფრო დიდი მასშტაბით განმეორდა 1967 წელს. 1998 და 1999 წლებში მასშტაბური რეტროსპექციული გამოფენები გაიმართა მომასა და ტეიტში, ლონდონი.[2] 2000 წელს ედ ჰარისის მიერ პოლოკზე გადაღებული კინოფილმი ამერიკის კინოაკადემიის ოსკარით დაჯილდოვდა.