From Wikipedia, the free encyclopedia
პორტ-ლუი (ფრანგ. Port Louis) — მავრიკის დედაქალაქი. იგი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი და ქვეყნის მთავარი ნავსადგურია ინდოეთის ოკეანეში. მდებარეობს პორტ-ლუის ოლქში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ პორტ-ლუის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 149 226 ადამიანს[1].
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პორტ-ლუი ფრანგ. Port Louis | |||||
პორტ-ლუი | |||||
| |||||
ქვეყანა | მავრიკი | ||||
ოლქი | პორტ-ლუის ოლქი | ||||
კოორდინატები | 20°10′00″ ს. გ. 57°31′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1735 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1966 | ||||
ფართობი | 42,7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 134 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 149 226 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 3494,75 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
ოფიციალური საიტი | mpl.intnet.mu/home.htm | ||||
1638 წლისთვის პორტ-ლუის უკვე იყენებდნენ როგორც პორტს. 1735 წელს, ფრანგული მმართველობის ქვეშ იგი მავრიკის ადმინისტრაციული ცენტრი და კეთილი იმედის კონცხის გარშემო მოგზაური გემების მთავარი შესასვენებელი ადგილი გახდა. ქალაქს სახელი მეფე ლუი XV-ის პატივსაცემად ეწოდა.
ქალაქის მოსახლეობა ძირითადად შედგება მუშების შთამომავლებისგან, რომლებიც კუნძულზე მოხვდნენ ინდოეთიდან XIX საუკუნეში. უფრო ადრე კუნძულზე ცხოვრობდნენ მონები, რომლებიც აქ შემოიყვანეს ინგლისელებმა და ფრანგებმა XVIII საუკუნეში. კუნძულის მოსახლეობის 75 %-ზე მეტს შეადგენენ შერეული წარმოშობის ინდოელები, ასევე: ჩინელები, აფრიკელები და ევროპელები.
ქალაქში არსებობს უნივერსიტეტი და რამდენიმე მუზეუმი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.