From Wikipedia, the free encyclopedia
პორტუგესა (ესპ. Portuguesa) — შტატი ვენესუელაში. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლარას შტატი, აღმოსავლეთით — კოხედესის შტატი, დასავლეთით — ტრუხილიოს შტატი და სამხრეთით — ბარინასის შტატი. დედაქალაქია გუანარე.
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
პორტუგესის შტატი Estado Portuguesa | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
ადმ. ცენტრი | გუანარე | ||||
შიდა დაყოფა | აგუა-ბლანკას მუნიციპალიტეტი, არაურეს მუნიციპალიტეტი, ესტელიერის მუნიციპალიტეტი, გუანარეს მუნიციპალიტეტი, გუანარიტოს მუნიციპალიტეტი, მონსენიორ-ხოსე-ვისენტე-დე-უნდას მუნიციპალიტეტი, ოსპინოს მუნიციპალიტეტი, პაესის მუნიციპალიტეტი, პაპელონის მუნიციპალიტეტი, სან-ხენარო-დე-ბოკონოიტოს მუნიციპალიტეტი, სან-რაფაელ-დე-ონოტოს მუნიციპალიტეტი, სანტა-როსალიას მუნიციპალიტეტი, სუკრეს მუნიციპალიტეტი და ტურენის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 9°06′00″ ჩ. გ. 69°16′00″ დ. გ. | ||||
მმართველი | Rafael Angel Gasperi და Primitivo Cedeño[1] | ||||
დაარსდა | 1909 | ||||
ფართობი | 15 200 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 000 000 კაცი (2008) | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
ოფიციალური საიტი | portuguesa.gob.ve | ||||
მთლიანი ფართობი შეადგენს 15 200 კმ²-ს, მოსახლეობა კი 2008 წლის მონაცემებით 1 000 000 ადამიანია.
ევროპელთა მოსვლამდე ეს ტერიტორია რამდენიმე ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფით იყო დასახლებული. 1530 წელს ის გამოიკვლიეს ესპანურმა და გერმანულმა ძალებმა. 15 დეკემბერს მათ ქალაქი ჰაკარიგუას მიაღწიეს, რომელიც მოგვიანებით ესპანური აკარიგუა გახდა.
ეკონომიკური აქტივობის ძირითადი დარგია აგრარული სექტორი, განსაკუთრებით მეცხოველეობა. ბოლო დროს, ნავთობის ინდუსტრიის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება ტურიზმის ინდუსტრიაც.
პორტუგესის შტატი ადმინისტრაციულად იყოფა 14 მუნიციპალიტეტად:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.