![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/20/Hydrogen-10.svg/langka-640px-Hydrogen-10.svg.png&w=640&q=50)
პროტიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
პროტიუმი[1][2] (ლათ. Protium < ბერძ. protos — „პირველი“), წყალბადი-1 (ქიმიური აღნიშვნა — ) — წყალბადის ყველაზე მჩატე იზოტოპი. მისი ბირთვი მხოლოდ ერთი პროტონისაგან შედგება და აღნიშნავენ p.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/20/Hydrogen-10.svg/640px-Hydrogen-10.svg.png)
სახელი შეთავაზებულ იქნა 1933 წლის 15 ივნისს გ. იურის, მერფისა და ბრიკვედეს მიერ, სამეცნიერო ჟურნალის «The Journal of Chemical Physics» რედაქტორის მიმართ დაწერილ წერილში[3][4].
პროტიუმი შედგება 99,9885 ± 0,0070 %[5] სამყაროშ არსებული წყალბადის ატომთა რაოდენობისა და წარმოადგენს ქიმიური ელემენტების იზოტოპებიდან ყველაზე გავრცელებულ ნუკლიდს ბუნებაში. წყალბადზე საუბრისას, როგორც წესი ყოველთვის იგულისხმება მსუბუქი წყალბადი — პროტიუმი.
პროტიუმი — ერთედერთი სტაბილური ნუკლიდი, რომელსაც ბირთვში არ გააჩნია ნეიტრონი (ატომი შედგება ერთი პროტონისა და ერთი ელექტრონისაგან).