From Wikipedia, the free encyclopedia
რამ ბარან იადავი (ნეპ. रामवरण यादव; დ. 4 თებერვალი, 1948, დჰანუსა, ნეპალი) — ნეპალელი პოლიტიკოსი და ფიზიკოსი[1]. პოლიტიკური პარტიის ნეპალის კონგრესის გენერალური მდივანი, ნეპალის პირველი პრეზიდენტი 2008-2015 წლებში.
რამ ბარან იადავი | |
ნეპალის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ივლისი, 2008 – 28 ოქტომბერი, 2015 | |
ვიცე-პრეზიდენტი | პარმანანდ ჯა |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ბიდჰია დევი ბჰანდარი |
დაბადებული | 4 თებერვალი, 1948 დჰანუსა, ნეპალი |
პოლიტიკური პარტია | ნეპალის კონგრესი |
მეუღლე | ჯულეჰა იადავი |
შვილები | 3 |
განათლება | კალკუტის უნივერსიტეტი |
პროფესია | ექიმი |
რელიგია | ინდუიზმი |
რამ ბარან იადავი დაიბადა 1948 წელს ნეპალში. დაასრულა კალკუტის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ორჯერ (1991[2] და 1999[3][4]) ეკავა ნეპალის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობა. 1999 წელს აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში ნეპალის კონგრესის პარტიული სიით[5].
ნეპალი რესპუბლიკად გამოცხადდა 2008 წლის 28 მაისს, 19 ივლისს ნეპალის პარლამენტში კენჭისყრის დროს იადავის დააკლდა 4 ხმა. ორი დღის შემდეგ მას მხარი დაუჭირა 308 დეპუტატმა 590-დან. მისი გამარჯვება განაპირობა მაოისტთა პარტიის მხარდაჭერამ[6][7].
ქვრივია. მეუღლე გარდაეცვალა 1983 წელს, ჰყავს ორი ბიჭი და ერთი გოგო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.