ქედი From Wikipedia, the free encyclopedia
როდოპები, როდოპის მთები – მთები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ბულგარეთსა და საბერძნეთში. სიგრძე დაახლ. 240 კმ. სიმაღლე 2191 მ-მდე. შედგება ცალკეული მასივებისაგან, რომლებიც აღმოსავლეთით თანდათან დაბლდება. დასავლეთ ნაწილში ძველი მოსწორების ზედაპირებზე აზიდულია კუნძულა მთები. აღმოსავლეთ როდოპებში ჭარბობს დაბალ და საშუალომთიანეთები. როდოპები აგებულია კირქვებით, ქვიშაქვებით, კრისტალური და ვულკანური ქანებით. მდინარეები ჭორომიანია. სამხრეთ კალთების ქვედა ნაწილში ბუჩქნარი და მარადმწვანე მუხის ჭალებია. ჩრდილოეთ კალტებზე – მუხის, წიფლისა და წიწვოვანი ტყეები, 1800-2000 მ-ს ზევით სუბალპური მდელოები და ბუჩქნარებია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.