როჯერ ბეკონი(ლათ. Rogerus ან Rogerius Baconus, Baconis, აგრეთვე Frater Rogerus; დ. 1219/1220[10], ინგლისი — გ. 1292[11][12], იქვე) — ოპტიკოს-ფიზიკოსი, ბუნების მკვლევარი, ფილოსოფოსი.
როჯერ ბეკონი | |
---|---|
ინგლ. Roger Bacon | |
დაბ. თარიღი | 1220[1] |
დაბ. ადგილი | Ilchester[2] [3] |
გარდ. თარიღი | 1292[4] [3] [5] [6] |
გარდ. ადგილი | სავარ. ოქსფორდი[3] [7] [6] [1] |
დასაფლავებულია | სავარ. Church of Ss Edmund and Frideswide (Greyfriars Church)[8] |
მოქალაქეობა | ინგლისის სამეფო |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, თეოლოგი, მუსიკოლოგი, მუსიკის თეორეტიკოსი, ასტროლოგი, alchemist, მთარგმნელი, გამომგონებელი, მათემატიკოსი და მწერალი[9] |
მუშაობის ადგილი | ოქსფორდის უნივერსიტეტი და პარიზის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ოქსფორდის უნივერსიტეტი |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
როჯერ ბეკონი იყო მღვდელი რომელიც წინ აღუდგა სამღვდელოებას საკუთარი მოსაზრებების გამო. ცნობილია, რომ იგი ოქსფორდში სწავლობდა[13]. მან და მისმა მომხრე მეცნიერებმა გააბრაზეს იმდროინდელი ეკლესიის სასულიერო დიქტატურა. იგი ფეოდალური წესწყობილების კრიტიკისა და სასულიერო პირთა გამოაშკარავებისთვის დევნას განიცდიდა ეკლესიისაგან. ფეოდალებმა და ეკლესიამ მოახერხა და რამდენჯერმე ჩასვა იგი საპყრობილეში. ბოლო ათი წლის ტუსაღობის შემდეგ იგი 74 წლის გამოვიდა ციხიდან. ბეკონი განსაკუთრებით სამღვდელოებას ესხმოდა თავს და აღნიშნავდა:
„ზნეობა გაირყვნა; გამეფებულია სიძუნწე, გულში ღვარძლიანობაა; ფუფუნება არცხვენს მთელს სამღვდელოებას; მეფობს ღორმუცელობა, სიმდიდრის მომხვეჭელობა, სიცრუე.“ |
იგი არა მარტო სამღვდელოებას აკრიტიკებდა, არამედ მთელ მათ იდეოლოგიას. სახელდობრ, მიუთითებდა იმ სქოლასტიკური მეთოდების უნაყოფობაზე, რომელიც გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში. იგი უშიშრად აღუდგა მწიგნობრობის ძველ ტრადიციებს, რომელიც, მხოლოდ ავტორიტეტს ემყარებოდა და გაბედულად ამბობდა, რომ ცოდნას გააჩნდა სამი წყარო: „ავტორიტეტი, გონება და ცდა“. იმ დროისთვის, ანუ ავტორიტეტის დომინირების ეპოქაში, ეს ყველაფერი ძალზე გაბედულ გამოსვლად მიიჩნეოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე იგი თვლიდა, რომ ჭეშმარიტი ცოდნა უნდა ემყარებოდეს ცდას. „შემეცნების ორი გზაა: არგუმენტების და ცდის. არგუმენტი მიგვაღებინებს დასკვნას, მაგრამ ვერ დაგვარწმუნებს, ვერ მოხსნის ეჭვს — სული ვერ დამშვიდდება ჭეშმარიტების ჭვრეტაში, ვიდრე ეს ჭეშმარიტება არ მოიძებნება ცდის გზით“ — ამბობდა იგი. იგი შუა საუკუნეებში ქადაგებდა მეცნიერების და ტექნიკის განვითარების იდეას.
„ცოდნა და სიბრნე შეიძლება მუდამ იზრდებოდნენ, რადგან ადამიანის აღმოჩენაშ არაფერია სრულყოფილი.“ |
იგი აღფრთოვანებით წარმოიდგენდა შრეულ მომავალს, როდესაც
მოღვაწეობა
ბეკონს ძალიან აიტერესებდა ფიზიკა, მათემატიკა, განსაკუთრებით კი სურდა მისი პრაქტიკული გამოყენება. იგი წერდა, რომ „მათემატიკის შეცდომით თვლიან ძნელ მეცნიერებად, ხოლო ზოგჯერ საეჭვოდაც კი, იმიტომ ტომ იგი უცნობი იყო ეკლესიის მამებისთვის“. ფიზიკაში მისთვის ყველაზე საინტერესო სფეროს ოპტიკა წარმოადგენდა, რადგან იმ დროს ნაოსნობისთვის საჭირო იყო ჭორგის გამოყენება, საჭირო გახდა მხედველობის გაუმჯობესება, სათვალეების გამოყენება, ანუ ცხოვრებამ დასვა გეომეტრიული ოპტიკის გამოყენების საკითხი. იგი აქტუალურ დარგად გადაიქცა. ბეკონს მიაწერენ ამავე დარგში მრავალ აღმოჩენას. ბეკონი კარგად იცნობდა მუსულმანური (არაბული) ქვეყნების მკვლევართა მიღწევებს. ეს ჩანს იქიდან, რომ იგი თავის ოპტიკურ გამოკვლევებში ემყარება ალ-ჰაზენის მიღწევებს. იგი სფერული სარკეების განხილვისას აღნიშნავს, რომ მათი ფოკუსი სარკიდან რადიუსის ნახევარ მანძილზე ახლოს იმყოფება, რაც მიახლოებით სწორია. ამგვარად იგი იყო პირველი ადამიანი ვინც მოახერხა ფოკუსური მანძილის გაზომვა. ასევე მან აღმოაჩინა სფერული აბერაცია. მართალია სათვალეებისა და ლინზების გამოგონება ხელოსნებს ეკუთვნის, მაგრამ როჯერ ბეკონი იყო ფიზიკოსი, რომელმაც პირველმა განიხილა და შეისწავლა ლინზის ოპტიკური თვისებები.
იგი აგრეთვე აღწერდა ცისარტყელებსაც, მაგრამ არაზუსტად. მას მიმოხილული აქვს ოპტიკური მოვლენები თავისი წიგნის, „დიდი შრომის“ მეხუთე და მეექსვე ნაწილებში. მიუხედავად მისი ოპტიკისადმი გატაცებისა, ბეკონი არც სხვა მეცნიერებებს ტოვებდა უყურადღებოდ. მან დასავლეთ ევროპაშ პირველა შეისწავლა მაგნიტური ნემსის და დენთის გამოყენება. მან აგრეთვე შენიშნა, რომ დახშულ ჭურჭელში არ ხდებოდა სხეულის წვა თუ იქ ჰაერი არ იყო. ჰქონდა მოსაზრებები ქიმიური პროცესების, მეტალურგიისა და გეოგრაფიის შესახებ. ბეკონი არ იყო თანმიმდევრულად მატერიალისტი. იგი ფილოსოფიას სხვა მეცნიერებებზე ზემდგომ მეცნიერებად თვლიდა, ამავე დროს იგი ამბობდა, რომ ფილოსოფია უნდა ექვემდებარებოდეს რწმენის დოგმატებს. მისი ასეთ მოსაზრებების გამო მას თავისი ეპოქის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანად მიიჩნევენ, ხოლო ზოგჯერ ექსპერიმენტული მეთოდის მამამთავრადაც მოიხსენიებენ.
ლიტერატურა
- პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 19-22, თბ., 1980.
- П. С. Кудрявцев, История физики, ч. I, M., 1956.
- Б. И. Спасский, История физики, ч. I, M., 1963.
- М. Л ь о ц ц и, История физики, M., 1970.
- Complete Dictionary of Scientific Biography. Charles Scribner's Sons. 2008.
- Clegg (2003), p. 111
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.