From Wikipedia, the free encyclopedia
კით რუპერტ მერდოკი (ინგლ. Keith Rupert Murdoch; დ. 11 მარტი 1931, მელბურნი, ავსტრალია) — ავსტრალიური წარმოშობის ამერიკელი მეწარმე და მედიამაგნატი, რომელიც News Corp-ის მეშვეობით ფლობს ასობით ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო გამომცემლობებს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში („The Sun“ და „The Times“), ავსტრალიაში („The Daily Telegraph“, „Herald Sun“ და „The Australian“), აშშ-ში („The Wall Street Journal“ და „New York Post“), წიგნების გამომცემლობას „HarperCollins“ და ტელეარხებს „Sky News Australia“ და „Fox News“ (Fox Corporation-ის მეშვეობით). იგი აგრეთვე ფლობდა სატელეკომუნიკაციო კომპანია Sky-ის (2018 წლამდე), კინოკომპანია 21st Century Fox-სა (2019 წლამდე) და აწ უკვე გაუქმებულ გაზეთ „News of the World“-ს.
რუპერტ მერდოკი | |
---|---|
რუპერტ მერდოკი 2012 წელს | |
მშობლიური სახელი | Rupert Murdoch |
დაბადების სახელი | კით რუპერტ მერდოკი |
დაბადების თარიღი |
11 მარტი, 1931 მელბურნი, ავსტრალია |
ეროვნება | ავსტრალიელი |
მოქალაქეობა | ავსტრალია → აშშ |
განათლება | ვუსტერ-კოლეჯი |
ქონება | 21.9 მილიარდი აშშ დოლარი (თებერვალი, 2021)[1] |
მეუღლე(ები) | ჯერი ჰოლი (იქ. 2016) |
შვილ(ებ)ი | 6 |
მშობლები |
მამა: კით მერდოკი დედა: ელისაბედ გრინი |
ჯილდოები |
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლიდან, მერდოკი, მამის მცირე გაზეთის „The News“ ხელმძღვანელობას შეუდგა. 1950-1960-იან წლებში გახდა რიგი გაზეთების მფლობელი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. 1969 წელს შეისყიდა ბრიტანული ტაბლოიდი „News of the World“. საკუთარი ინტერესების გასაფართოებლად და ამერიკის ბაზარზე შესასვლელად 1974-წელს საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში. ამასთანავე მან შეინარჩუნა საკუთარი ინტერესები ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოში. 1981 წელს შეისყიდა მსოფლიოში ცნობილი გაზეთი „The Times“. 1985 წელს იქცა აშშ-ის ნატურალიზებულ მოქალაქედ, რითაც უარი თქვა ავსტრალიის მოქალაქეობაზე, რათა დაეკმაყოფილებინა იურიდიული მოთხოვნა აშშ-ის სატელევიზიო ქსელების ფლობის შესახებ.[2] იმავე წელს მისმა ჰოლდინგურმა კომპანია News Corporation-მა შეისყიდა კინოკომპანია 20th Century Fox, 1989 წელს — გამომცემლობა HarperCollins,[3] ხოლო 2007 წელს — ჟურნალი „The Wall Street Journal“ (2007). 1990 წელს მერდოკმა დააარსა ბრიტანული ტელეკომპანია „Sky“. 1990-იან წლებში მან საკუთარი საქმიანობა გააფართოვა აზიასა და ლათინო ამერიკაში. 2000 წელს მერდოკის „News Corporation“ ფლობდა 800-ზე მეტ კომპანიას 50-ზე მეტ ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულება 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა.
2011 წლის ივლისში მერდოკი სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა. მისი კომპანიის, მათ შორის „News of the World“-ის თანამშრომლები რეგულარულად ახორციელებდნენ ცნობილი ადამიანების, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების, სახელმწიფო მოხელეებისა და მათ შორის რიგითი ადამიანების ტელეფონების უკანონოდ მოსმენას. 2012 წლის 21 ივლისს მერდოკმა News International-ის დირექტორის თანამდებობა დატოვა.[4][5]
მერდოკს საკუთარი ბიზნესისა და[6][7][8] პოლიტიკური მოკავშირეების მხარდაჭერის მიზნით, მის მრავალ გაზეთსა თუ ტრლეარხს მედიამიკერძოებაში ადანაშაულებენ.[9][10][11] ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, მერდოკი დიდ გავლენას ახდენდა აშშ-ში, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე.[9][12][13]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.