რური (გერმ. Rur, ნიდერლ. Roer) — მდინარე ბელგიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში. მდინარე მაასის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 170 კმ, აუზის ფართობი 2340 კმ². 90 % გერმანიის ტერიტორიაზეა. სათავე აქვს ბელგიაში, ზღვის დონიდან 660 მ სიმაღლეზე. ქალაქ მონშაუს სამხრეთით იჭრება გერმანიის ტერიტორიაზე, მიედინება აიფელის მასივის ჩრდილოეთი ნაწილის გასწვრივ. ქმნის ხელოვნურ ტბას — რურშტაუ-ზეეს. ქალაქ რურმონდის რაიონში მარჯვნიდან ერთვის მაასს. ქვემო დინება კაშხლებით არის რეგულირებული. ზამთარსა და გაზაფხულზე დამახასიათებელია წყალმოვარდნა. გამოყენებულია ნავების სადგომად. ნაპირზე გაშენებულია არაერთი ქალაქი.

ეს სტატია მაასის შენაკადს ეხება. მდინარე რაინის შენაკადის შესახებ იხილეთ რური.
სწრაფი ფაქტები რური, ქვეყანა ...
რური
ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
გერმანიის დროშა გერმანია
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
სიგრძე 170 კმ
აუზის ფართობი 2340 კმ²
რური ვიკისაწყობში
დახურვა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.