რუსიფიკაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსიფიკაცია (რუს. русификация) — ეთნიკურად არა რუსული საზოგადოების მიერ რუსული ენის და სხვა რუსული თვისებების (ნებაყოფლობით ან ძალდატანებით) მიღება. ვიწრო გაგებით რუსიფიკაცია გამოიყენება რუსული ენის სლავურ, ბალტიკურ და სხვა ყოფილი რუსული კონტროლის ქვეშ მყოფ ენებზე გავლენის აღსანიშნავად, რამაც გამოიწვია: რუსიზმის, ტრასიანკას და სურიჟმის წარმოშობა. ისტორიული თვალთახედვით, ტერმინი შეესაბამება რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის როგორც ოფიციალურ ასევე არაოფიციალურ პოლიტიკას, რომელიც ეროვნული უმცირესობების გარუსებისკენ იყო მიმართული.
რუსიფიკაციის ძირითადი სფეროებია პოლიტიკა და კულტურა. პოლიტიკაში ეს არის რუსი ეროვნების ჩინოვნიკების დანიშვნა წამყვან პოზიციებზე, სხვა და სხვა ეროვნული მნიშვნელობის ინსტიტუტებში. კურტურაში იგულისხმება რუსული ენის დომინირება ბიზნესში და იდიომებში. ასევე რუსიფიკაცია გულისხმობს ცვლილებებს დემოგრაფიაშიც, რუსული მოსახლეობის გაზრდის გზით.
ანალიზის კუთხით უმჯობესია ერთმანეთისგან განსხვავდეს გარუსება, როგორც ერთი განსხვავებული იდენტობის მქონე ეთნოსის რუსულით ჩანაცვლების პროცესი და რუსიფიკაცია, როგორც არა რუსულ ტერიტორიაზე რუსული ენის კულტურის და მოსახლეობის გავრცელება, რომელიც ასევე განსხვავდევა სოვიეტიზმის, როგორც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მიერ გარკვეულ ტერიტორიაზე რეჟიმის დამყარებისგან.[1] მიუხედავად რუსიფიკაციის დიდი მცდელობისა, საბჭოთა ერის დასასრულისთვის საბჭოთა კავშირში მოსახლეობის უმეტესობა მაინც არა რუსს წარმოადგენდა.[2]