სააბაზანო
From Wikipedia, the free encyclopedia
სააბაზანო — საცხოვრებელი ბინის ან სახლის ნაწილი, ერთ-ერთი ოთახი, რომელშიც ბანაობა ან შხაპის მიღებაა შესაძლებელი. ნორმალურ შემთხვევაში სააბაზანოში განთავსებულია საშხაპე, დასაბანი ნიჟარა და აბაზანა. სააბაზანოს აქსესუარებია საპონი, შამპუნი და სხვა დასაბანად საჭირო ნივთები. ხანდახან სააბაზანოში შეიძლება იყოს უნიტაზიც, ამ შემთხვევაში სააბაზანო საპირფარეშოს ფუნქციასაც ასრულებს.
არსებული სტანდარტების მიხედვით, სააბაზანოში გამოიყენება მხოლოდ IP44-ის სტანდარტის განათება.[1] ასე აღინიშნება განათების უსაფრთხოება წყალთან, მტვერთან და ორთქლთან მიმართებაში.