From Wikipedia, the free encyclopedia
საიმა (ფინ. Saimaa) — ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთში. მისი ფართობი 4 400 კმ²-ია და უდიდესია ქვეყანაში, ხოლო მეოთხე ევროპაში. წარმოიქმნა გამყინვარების ეპოქის დასასრულისას, მყინვარების დნობის შედეგად. ტბის სანაპიროზე მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქების: ლაპენრანტა, იმატრა, სავონლინა, მიკელი. საიმადან გაედინება მდინარე ვუოქსა, რომელიც ლადოგის ტბაში ჩაედინება. საიმაში უამრავი კუნძული და ვიწრო არხი მდებარეობს, რომლებიც მას სხვადასხვა სახელის მქონე მრავალ ნაწილად ყოფენ.
საიმა | |
---|---|
Saimaa | |
საიმა | |
კოორდინატები: 61°15′ ჩ. გ. 028°15′ ა. გ. | |
მდებარეობა | ფინეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 76 მ |
ფართობი | 4 400 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 13 700 კმ |
საშუალო სიღრმე | 17 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 82 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ტბაში დაახლოებით 14 000 კუნძული მდებარეობს, რაც მას ნამდვილ ლაბირინთად აქცევს, შესაბამისად სანაპირო ზოლის სიგრძე 15 000 კმ-ს შეადგენს.[1]
საიმას არხი, რომელიც ქალაქ ლაპენრანტადან ვიბორგამდეა გადაჭიმული, ტბას ფინეთის ყურესთან აკავშირებს. სხვა არხებით ასევე დაკავშირებულია აღმოსავლეთ ფინეთის რამდენიმე ტბასთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.