საირმე
კურორტი საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
საირმე — ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მ, ბაღდათიდან 25 კმ. ჰავა რბილია. იცის მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვარში საშუალო ტემპერატურა — 1,0 °C) და ზომიერად თბილი ზაფხული (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0 °C). ნალექების რაოდენობა 900 მმ წელიწადში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საირმე (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები კურორტი, ქვეყანა ...
კურორტი | |
---|---|
საირმე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარეიმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°54′19″ ჩ. გ. 42°45′03″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 950 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ოფიციალური საიტი | http://sairme.com.ge/ |
დახურვა