![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/45/Map_of_Japan_with_highlight_on_11_Saitama_prefecture.svg/langka-640px-Map_of_Japan_with_highlight_on_11_Saitama_prefecture.svg.png&w=640&q=50)
საიტამის პრეფექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
საიტამის პრეფექტურა (იაპ. 埼玉県) — ზღვაზე გასასვლელის არ მქონე იაპონიის პრეფექტურა, რომელიც მდებარეობს კანტოს რეგიონში, კუნძულ ჰონსიუზე.[1] საიტამის პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 7,338,536 ადამიანს (1 იანვარი 2020) და მას უჭირავს 3,797 კვადრატული კილომეტრის ფართობი. საიტამის პრეფექტურას ესაზღვრბა: ტოჩიკისა და გუნმას პრეფექტურები ჩრდილოეთით, ნაგანო დასავლეთით, იამანასი სამხრეთ- დასავლეთით, ტოკიო სამხრეით, ტიბის პრეფექტურა სამხრეთ- აღმოსავლეთით და იბარაკის პრეფექტურა ჩრდილო-აღმოსავლეთით.
საიტამის პრეფექტურა 埼玉県 | |
---|---|
![]() საიტამის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | კანტო |
კუნძული | ჰონსიუ |
კოორდინატები | 35°57′ ჩ. გ. 139°33′ ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | საიტამა |
ISO 3166-2:JP | JP-11 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 3797.75 კმ² (39) |
მოსახლეობა | (2020) |
სულ | 7 338 536 ად. (5) |
სიმჭიდროვე | 1 900 ად./კმ² |
რაიონი | 8 |
მუნიციპალიტეტი | 63 |
სიმბოლიკა
![]() პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Zelkova serrata |
ყვავილი | Primula sieboldii |
ფრინველები | treptopelia decaocto |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | მოტოჰირო ონო |
[www.pref.saitama.lg.jp ოფიციალური საიტი] (იაპონური) |
საიტამა არის საიტამის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, სხვა მსხვილი ქალაქებიდან აღსანიშნავია:კავაგუჩი, კავაგოე და ტოკოროზავა [2] საიტამის პრეფექტურა არის დიდი ტოკიოს რაიონის ნაწილი, ყველაზე მეტი ადამიანით დასახლებული მეტროპოლიტი მსოფლიოში. ამ პრეფექტურის ბევრ ქალაქს აღწერენ როგორც საძინებელ თემებს და ტოკიოს გარეუბნებს, საიდანაც უამრავი მაცხოვრებელი ყოველდღიურად გადადის დედაქალაქში.