სამხრეთ ბოჰემიის მხარე
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ ბოჰემიის მხარე (ჩეხ. Jihočeský kraj) — ჩეხეთის ადმინისტრაციული ერთეული. ძირითადად მდებარეობს ისტორიული მხარის ბოჰემიის სამხრეთ ნაწილში, მისი მხოლოდ მცირე ნაწილია მოქცეული ასევე ისტორიული მხარის მორავიის სამხრეთ-დასავლეთში. სამხრეთ ბოჰემიის მხარის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს ყოფილი პრაჩენსკო (Prácheňsko), რომლის დედაქალაქიცაა პისეკი.
სწრაფი ფაქტები მხარე, ქვეყანა ...
მხარე | |||||
---|---|---|---|---|---|
სამხრეთ ბოჰემიის მხარე Jihočeský kraj | |||||
სამხრეთი ბოჰემიის სოფლის კლასიკური სახლი | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩეხეთი | ||||
შიდა დაყოფა | ჩესკე-ბუდეიოვიცეს რაიონი, ჩესკი-კრუმლოვის რაიონი, იინდრჟიხუვ-ჰრადეცის რაიონი, პისეკის რაიონი, პრახატიცეს რაიონი, სტრაკონიცეს რაიონი და ტაბორის რაიონი | ||||
კოორდინატები | 49°05′00″ ჩ. გ. 14°40′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Martin Kuba | ||||
დაარსდა | 12 ნოემბერი, 2000[1] | ||||
ფართობი | 10,056 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1,378 მ | ||||
მოსახლეობა | 643,160 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 64 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 370 01 | ||||
საავტომობილო კოდი | C | ||||
ოფიციალური საიტი | kraj-jihocesky.cz | ||||
დახურვა
სამხრეთ ბოჰემიის მხარეს საათის ისრის მიმართულებით ესაზღვრება: პლზენი, ცენტრალური ბოჰემია, ვისოჩინა და სამხრეთი მორავია. სამხრეთით ის ესაზღვრება ავსტრიას და გერმანიას. 2001 წლის 30 მაისამდე რეგიონს მისი დედაქალაქის — ჩესკე-ბუდეიოვიცეს შესაბამისად „ჩესკე-ბუდეიოვიცეს მხარე“ ეწოდებოდა ბუდეჯოვიცის მხარე Českobudějovický kraj.