სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა
სამხრᲔთ ოსეთის რესბუბლიკა / From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკა — სახელმწიფო ალანია (ოს. Республикæ Хуссар Ирыстон — Паддзахад Алани [reʃˈpublikɐ ˈχuʃʃar iˈrɘʃton], რუს. Республика Южная Осетия — Государство Алания; ყოფ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა) — რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი სეპარატისტული რესპუბლიკა (იმეორებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს).
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ მოვლენას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიული ერთეულია, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც ცხინვალის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა — ალანიის სახელმწიფო | |||||
---|---|---|---|---|---|
|
|||||
დედაქალაქი | ცხინვალი 42°40′ ჩ. გ. 21°10′ ა. გ. | ||||
ოფიციალური ენა | ოსური, რუსული, ქართული | ||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | ||||
- | პრეზიდენტი | ალან გაგლოევი | |||
- | პრ.-მინისტრი | გენადი ბეკოევი (მ/შ) | |||
ფართობი | |||||
- | სულ | 3 900 კმ2 | |||
მოსახლეობა | |||||
- | 2015 აღწერა | 53 532 | |||
ვალუტა | რუბლი (RUB ) |
||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | ||||
Internet TLD | არ აქვს მინიჭებული | ||||
¹ დამოუკიდებლობა არ არის აღიარებული მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება ტერიტორიას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს. |
ცხინვალის რეგიონი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ აღიარებულია, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი. საქართველო აღნიშნულ ტერიტორიებს განიხილავს, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციისს ხუთმა წევრმა ქვეყანამ აღიარა სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკა — სახელმწიფო ალანია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო: რუსეთის ფედერაცია (26 აგვისტო, 2008), ნიკარაგუა (5 სექტემბერი, 2008), ვენესუელა (10 სექტემბერი, 2008), ნაურუ (15 დეკემბერი, 2008), სირია (29 მაისი, 2018).