იტალიის სერია A
From Wikipedia, the free encyclopedia
იტალიის სერია A — ცნობილი როგორც Seria A TIM, პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა იტალიური კლუბებისთვის. წარმოადგენს იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. გათამაშებაში ასპარეზობს 20 გუნდი. ლიგა 1929 წლიდან მოქმედებს.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, კონფედერაცია ...
ქვეყანა | იტალია |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა |
1898 (1929-დან ახალი ფორმატით) |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 20 |
ქვეითდება | სერია B |
საშინაო თასები |
იტალიის თასი იტალიის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „ინტერი“ (20-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „იუვენტუსი“ (36-ჯერ) |
ტვ პარტნიორები |
Sky Italia Mediaset Premium |
საიტი | ოფიციალური |
2022-23 |
დახურვა
იტალიის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 16 კლუბი. ჩემპიონატს სამი დომინანტი გუნდი ჰყავდა ყოველთვის „იუვენტუსის“ (36 ტიტული), „ინტერის“ (20) და „მილანის“ (19) სახით[1]. მოქმედი ჩემპიონია „მილანი“.
უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, სერია A მეოთხე ადგილს იკავებს[2]. 2015–16 წლების სეზონში სერია A-ს მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 22 644 ადამიანი[3].